ანჯელის თავზე დიდი დაგვიანებით აფარფატებული კინკილა ვერტმფრენი და ხელისუფლების ამაო იმედი, რომ ეს ჩააქრობს დაზარალებული ხალხის პროტესტს

0
475
დღეს ანჯელის მასივს ვერტმფრენიდან ასხურებენ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატს, მაგრამ,  როგორც სამეგრელოში ამბობენ, რაღა დროსია –  ბურჭულიშ ოკვათალ არგუნით ოკვათალო რე გინორთელი ( წალდით გასაკაფი უკვე ნაჯახით არის მოსაჭრელი).
 
პერსპექტივას  საიმედო პირი არ უჩანს, თუ გავთვალისწინებთ ამ მავნებლის განვითარების სტადიას – მოსახდენი თუ არმოსახდენი უკვე მოხდა , გლეხმა დაკარგა შემოსავლის ძირითადი წყარო – თხლის მოსავალი და წლის სარჩოც, რადგან თხილტან ერთად უკვე განადგურებულია სიმინდის ყანებიცა და ხილბოსტნეულიც, რაც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქალაქის მოსახლეობაზეც, რადგან ფასები ხილბოსტნეულსა და სიმინდზე, რომელსაც ისედაც ცეცხლის ფასი ედო ლარის გაუფასურების გამო, ახლა  ბაზარში არნახულ ნიშანულამდე ავარდა. 
 
 ხელისუფლება კი კვლავ რიხით საუბრობს მავნებლების წინააღმდეგ აქამდე მიღებულ ზომებზე და   ავიაციის ჩართვის გადაწყვეტილებაზე – საერთოდ ეს ვერტმფრენების თემა ხალხს უკვე ყელში ამოუვიდა, მაშინ მოფრინავენ, როცა წყალი და მეწყერი წალეკავს ან ხანძარი შთანთქავს ათასობით ჰეტარ მიწასა და ტყეს, ამჯერადაც მაშინ ჩაერთო შეწამვლის პროცესში, როცა ძალიან დაგვიანებულია 
 
ავიაციის ჩართვა შეწამვლის პროცესში ზედმიწევნით დაემთხვა ხალხის მზარდი უკმაყოფილების პიკს, როცა მოსახლეობა გუბერნატორის ადმინისტრაციაში იწყებს სეჭრას და სამეგრელოს სოფელ ააებში აქცია – აქციაზე იმართება კომპენსაციის მოთხოვნით.
როგიორც ჩანს, ხელისუფლებას ჰგონია, რომ ავიაციის გუგუნის ხმა ( რაღა აგუგუნი და ავიაცია – ერთი კინკილა ვერტმფრენი დაფარფატებს ჩვენი უკვე გადაჭმული ყანებისა და პლანტაციების თავზე) გადაფარავს უშემოსავლოდ დარჩენილი ხალხის პროტესტს.
  
,,  ჩვენ არ გვაქვს ექსტრა რესურსი, რომელიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კომპენსაციების გაცემის კუთხით“ – ასე უპასუხა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში დეპუტატების მხრიდან დასმულ კითხვას სამეგრელოში აზიური ფაროსანათი დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების დარიგების თაობაზე.
 
„ბიუჯეტი არის გამჭირვალე და ყველამ ვიცით, რა რესურსი აქვს ქვეყანას. აქედან გამომდინარე ცალსახაა, რომ ჩვენ არა გვაქვს ის ექსტრა რესურსი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ კუთხით. ვფიქრობთ, რომ ჩვენ რა რესურსსაც ვიპოვით და მოვიძიებთ უნდა გამოვიყენოთ პრობლემის მოგვარების კუთხით. დაგეგმილია, რომ გაძლიერდეს ბრძოლის ღონისძიებები. ასევე გამოყოფილია ქიმიური საშუალებები, რომლებიც ექნება ფაქტობრივად ყველა იმ ოჯახს, რომელიც მავნებლის გავრცელების არეალშია, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა და საუბარი გადაიტანა იმაზე, რომ  მავნებლების  წინააღმდეგ ბრძოლაში  ავიაცია ჩაერთვება.
 
 ამ ფონზე განსაკუთრებით გამაღიზიანებელი ფაქტორია მმართველი პარტიის ყულაბაში საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად ფრიად წარმატებით მობილიზებული თანხების ჩხრიალი, რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა დონის სახელისუფლებო სტრუქტურებში დასაქმებულთა პრემიების თუ დამატებითი ხელფასების ყვბადაღებულ საკითხზე, და ზალიან შორს რომ არ წავიდეთ, თუნდაც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აგერ გუში მომხდარ ფაქტზე, როცა ხეობაში გაჩენილი გამანადგურებელი ხანძრის ფონზე გამგებელმა თავისთვის და თავისის თამაშრომლებისთვის ყოველგვარი  სუიერი დსკმფორტის გარეშე გამოიწერა  დიდი ოდენობის პრემია.  
 
გლეხს გლეხის სოლიდარობა არავისგან ესწავლება, მაგრამ არის დისკრიმინაციის შეგრძნება, როცა ხელისუფლება ესოდენ ხმაურით აპიარებს სამთავრობო ღონისძიებებს დაზარალებული მევენახეების კომპენსირების მიმართულებით, ბოლოსდაბოლოს განადგურება მარტოდენ ღრუბლებიდან და მდინარის კალაპოტიდან კი არ მოდის, აზიური ფარვანაც თავისებური სტიქიური უბედურებაა, ხელისფლება კი  ამ მავნებლისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხს  განხილვის ღირსადაც არ თვლის და აპრიორი აცხადებს, რომ ეს გამორიცხულია. 
 
არადა, 6 სექტემბერს სოფლის  თავად მეურნეობის სამინისტრომ ტავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზიური ფაროსანას მიერ ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი შესაძლოა საერთაშორისო განგაშის საფუძველი გახდეს. 
წინა სტატიარატომ მხოლოდ ანჯელის მასივში? – დღეს აბაშაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ვერტმფრენი ჩაერთო.
შემდეგი სტატიასინგაპურს ქვეყნის ისტორიაში პირველად ქალი პრეზიდენტი ყავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური