სანდრა რულოვსი და ნიკოლოზ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდნენ

0
392
ლედი სანდრა რულოვსი და პრეზიდენტ სააკააშვილის ვაჟი ნიკოლოზი წუხელ 11 საათზე გამოემგზავრნენ ლვოვიდან. 
 
სანდრა რულოვსი თავის პირად ფეისბუქგვერდზე წერს:
,,უკრაინიდან ჩვენ დავბრუნდით საქართველოში, ნიკოლოზი სკოლაშია და მე სამსახურში.
ყველა გვილოცავს მიშას უკრაინაში წარმატებულ დაბრუნებას და, როგორც ჩანს, ყველა საკმაოდ ღელავდა და დღესაც ღელავს მისთვის! 
ნიკოლოზი და მე ვამაყობთ, რომ მიშასთან ერთად ვიყავით მთელი ამ პროცესის განმავლობაში გარდა იმ საკმაოდ დაძაბულ მომენტისა, როცა საზღვარი გადაიკვეთა.
ჩვენ რამდენიმე საათის შემდეგ, ტრანსპორტის საშუალებით და მშვიდ ვითარებაში , შევედით უკრაინაში შეჰინის საზღვრიდან და გუშინ საღამოს ბორისპოლის აეროპორტიდან გამოვედით, რასაც ადასტურებს ბეჭედები ჩვენს პასპორტებში.''
 
 
წინა სტატიასანდრა რულოვსი და ნიკოლოზ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდნენ
შემდეგი სტატიალვოვიდან გაუჩინარებული მიხეილ სააკაშვილი დღეს ჩერნოვცის მოსახლეობას ხვდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური