მთავარისიახლეებიპოლიტიკა"რუსთავი2"-ის ჟურნალისტები ექვსი საათი უკანონოდ ამყოფეს შეგინის გამშვებ პუნქტზე - პოლიცია...

“რუსთავი2”-ის ჟურნალისტები ექვსი საათი უკანონოდ ამყოფეს შეგინის გამშვებ პუნქტზე – პოლიცია მათგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვდა

Published on

"რუსთავი2"-ის ჟურნალისტებმა შეგინის გამშვები პუნქტი და პოლიციის განყოფილება დატოვეს. ახსნა-განმარტებები პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე განვითარებული მოვლენების შესახებ და გადაღებული ვიდეო მასალა – ეს იყო ის ორი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც შეგინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და უკრაინის პოლიციაში ქონდათ.
 
"რუსთავი 2"-ის გადამღებმა ჯგუფმა კანონით გათვალისწინებული დუმილის უფლება გამოიყენა. 6 საათის განმავლობაში თამარ ბაღაშვილმა, თომა ჩაგელიშვილმა და გიორგი ჩიკვილაძემ, დავით მაისურაძემ და გიორგი ჩადუნელმა, უკრაინელ კოლეგებთან ერთად ტერიტორია ვერ დატოვეს.
 
“რუსთავი 2”-ის იურისტს პროცედურებზე დასწრების უფლება მხოლოდ 4 საათიანი ლოდინის შემდეგ მისცეს.
 
პროცედურის მიხედვით, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა სპეციალური პროტოკოლით მიმართა სასამართლოს, რომ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გამოიტანონ შესაბამის გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფის მიმართ, რაც ადმინისტრაციულ პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
 
ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ, მედიის წარმომადგენლები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც კუთვნილი ნივთები, ტექნიკის ნაწილი და "კურიერის" ჟურნალისტის, თამარ ბაღაშვილის პასპორტი დააბრუნეს.
 
“მას შემდეგ, რაც დავიბრუნეთ კუთვნილი ნივთები და დავტოვეთ პოლიციის განყოფილება, ცოტა ხანში ჩვენს ერთ-ერთ თანმხლებ პირს დაურეკა პოლიციის თანამშრომელმა და უთხრა, რომ უნდა დავბრუნებულიყავით უკან, პოლიციაში, ვინაიდან დარჩენილი იყო გარკვეული პროცედურები. იყო უკვე დაახლოებით ღამის 2 საათიდან 3-ის ნახევრამდე, ჩვენ უკვე მივემგზავრებოდით აეროპორტში, ამიტომ უკან დაბრუნებას ვეღარ შევძლებდით. თუმცა, რამდენიმე წუთში იმ ავტომობილს, სადაც ჩვენ ვისხედით და ეს იყო ჩვენს მიერ დაქირავებული ტაქსი, წამოეწია პოლიციის ორი ეკიპაჟი, გააჩერეს ჩვენი ავტომობილი და მოითხოვეს ჩვენს იურისტთან გასაუბრება. როგორც გაირკვა, პოლიციას სურდა ჩვენი იურისტისთვის გადაეცა შესაბამისი უწყებები, ვინაიდან ჩვენ დაბარებულები ვიყავით დაკითხვაზე. იურისტმა განმარტა, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ მსგავსი პროცედურის გავლა აკრძალულია. 6 საათის შემდეგ პოლიცია უწყებას ვერავის გადასცემს, აქედან გამომდინარე, იურისტმა მათ უწყებების ჩაბარებაზე უარი უთხრა,“ – განაცხადა თამარ ბაღაშვილმა.

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...