მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ნინო ბურჯანაძისა და ,,ევროპული საქართველოს'' ღირებულებებში განსხვავება არ არის'' -...

,, ნინო ბურჯანაძისა და ,,ევროპული საქართველოს” ღირებულებებში განსხვავება არ არის” – განცხადება, რომლის გამოც პარტიამ ქობულეთის მერობაზე წარდგენილი კანდიდატურა მოხსნა

Published on

,,ევროპულმა საქართველომ'' მოხსნა  ელგუჯა გოგმაჩაძის კანდიდატურა, რომელიც ქობულეთის მერობის კანდიდატად  2 სექტემბერს წარადგინა.  უახლოეს მომავალში პარტია ევროპული საქართველო ახალ კანდიდატს წარადგენს. –  ამასთან დაკავშირებით პარტია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. 
 
"გაზეთმა ,,ბათუმელებმა'' ევროპული საქართველოს ქობულეთის მერობის კანდიდატთან, ელგუჯა გოგმაჩაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მან   ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათია გამოხატა. ნინო ბურჯანაძის შეხედულებები ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროპული საქართველოს პოლიტიკურ ღირებულებებსა და პოზიციებთან. ევროპული საქართველოს სახელით ასეთი შეხედულებების მქონე პოლიტიკოსები არჩევნებზე ვერ იბრძოლებენ. ამიტომ პარტიის სამდივნოსა და რეგიონული ორგანიზაციის შეთანხმებით, ელგუჯა გოგმაჩაძე აღარ იქნება 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქობულეთის მერობის კანდიდატი",- ნათქვამია განცხადებაში.
 
 მაინც რა განაცხადა ევროპული საქართველოს კანდიდატმა ამ ინტერვიუში ნინო  ბურჯანაძესთან დაკავშირებით?
 
როგორც ელგუჯა გოგმაჩაძემ  „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, მან ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ ორი წლის წინ დატოვა, თუმცა მას პარტიულ ღირებულებებთან შეუთავსებლობა არ ჰქონია. „პარტია პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დავტოვე. მიზეზებს არ ვახმაურებ, თუმცა ღირებულებების გამო არ ყოფილა“, – გვეუბნება ის.
 
„ბათუმელების“ კითხვაზე, რა ნიშნით გააკეთა „ევროპულმა საქართველომ“ არჩევანი თქვენზე? ელგუჯა გოგმაჩაძე ამბობს, რომ „იყო პირადი ურთიერთობებიც და ფასეულობებიც“.
„არანაირი განსხვავება არ არის. ნინოსაც ევროპული საქართველო უნდა, ოღონდ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობით. ნინო ბურჯანაძეს არ უთქვამს, რომ ევროპა არ გვინდაო. შეხვედრები კი ჰქონდა რუსეთში, მაგრამ ეს პრორუსულობად არ შეიძლება ჩაითვალოს“, – გვეუბნება ის.
ბურჯანაძე  საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების წინააღმდეგია, თუმცა ელგუჯა გოგმაჩაძის აზრით, არც ეს ფაქტი არ მიუთითებს ბურჯანაძის პარტიის პრორუსულობაზე.
„არც ევროპული საქართველო“ ფიქრობს იმას, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა გაგრძელდეს. ის მეზობელია ჩვენი“.
 

 

სიახლეები

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს. ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის...

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ...

პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“...

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა- მარკ რუტე

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და...