მთავარისიახლეებიპოლიტიკალვოვის სატუმროს, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება, ხალხი მიაწყდა. საყოველთაო აღშფოთება იქ...

ლვოვის სატუმროს, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება, ხალხი მიაწყდა. საყოველთაო აღშფოთება იქ პოლიციისა და მესაზღვრეების მისვლის გამო

Published on

ლვოვის სასტუმროს, სადაც მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად იმყოფება,  ხალხი მიაწყდა.
ისინი გამოხატავენ აღშფოთებას იქ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებისა და პოლიციელების მისვლის გამო  რაღაც ,,პროტოკოლის მომიზეზებით''. 
მესაზღვრეებმა უკვე დატოვეს იქაურობა.
 
მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში ხალხს სიტყვით მიმართავს და აცხადებს, რომ პოროშენკო აგრძელებს საცირკო წარმოდგენებს,რაც კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობაში აგდებს ხელისუფლებას.
 მის გამოსვლას ზღვა ხალხი ესწრება, პირდაპირი ჩართვა მიმდინარეობს სოციალურ ქსელებში, პირველივე წუთიდან მაყურელის რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა.
 
 
 
,, მივმართავ პოროშენკოს – ის ვერ შეძლებს ჩემი პოზიციების შეცვლას. შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ კანონი არა ჩვენ, არამედ უკრაინის მესაზღვრეებმა დაარღვიეს, პოროშენკოს, ავაკოვის და სხვების დავალებით. 
სააკაშვილმა ადგილზე გაიარა სასაზღვრო პროცედურები, ჟურნალისტების და მხარდამჭერების თანდასწრებით.
”პირველი წუთებიდან, როცა ჩემს წინააღმდეგ იქნა მიღებული უკანონო გადაწყვეტილება უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, მიმდინარეობდა კანონის დარღვევა. ამიტომ უკრაინის თითოეულ მესაზღვრესთან მაქვს თხოვნა. ძალიან უსიამოვნო იყო ჩემთვის, რომ ორი დღეა მიმდინარეობს პროპაგანდა, თითქოს დავარღვიე კანონი და საზღვარი უკანონოდ გადმოვლახე. მომხდარი შეადარეს დონბასს, ჩვენ სულელები ვგონივართ, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ არ გავისულელებთ თავს”, – ამბობს  მიხეილ სააკაშვილი და ის პერიოდს იხსენებს, როცა მესაზღვრედ თავად მუშაობდა. 
 
”მე თავად ვიყავი მესაზღვრე და იმ დროიდან შემოვინახე ძალიან კარგი ურთიერთობა ბევრ ოფიცერთან. ზოგიერთი მათგანი კიდევ მსახურობს სასაზღვრო სამსახურში. ჩვენ მესაზღვრეებთან ურთიერთობაში პრობლემა არ გაგვაჩნია, ვაფასებ უკრაინული პოლიციის თანამშრომლებს, სამხედროებს და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების სხვა წარმომადგენლებს, მაგრამ, მე არ ვაფასებ მათ ხელმძღვანელობას და არ ვცემ პატივს. მინდა განვაცხადო, რომ მზად ვარ გავიარო ყველა პროცედურა და არ არსებობს არანაირი გარემოება, რომ დავარღვიე კანონი. მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს, რომელიც ცდილობს განახორციელოს დანაშაულებრივი ქმედებები, ისინი ვერ შეძლებენ ჩემი პოზიციების შეცვლას. ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. მათ შეეძლოთ აეღოთ და შეემოწმებინათ ჩემი პასპორტი, მაგრამ ახლა როგორც გავიგე, ცდილობენ ჩვენი მხრიდან დანაშაულის ჩადენა დაამტკიცონ. ამას ვერ შეძლებენ და პირიქით, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ კანონი სწორედ სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა დაარღვიეს პოროშენკოს, ავაკოვის და სხვა პირების ბრძანებით, რომლებიც არ ასრულებენ საერთაშორისო სამართალს. მზად ვარ გავიარო ყველა პროცედურა”,
 
შეგახსენებთ, დღეს დილით , ადგილობრივი დროით 7 საათზე სასტუმროს სმისაღებში მესაზღვრეები და პოლიციელები მივიდნენ. მათი განცხადებით, მივიდნენ იმისათვის, რომ მიეტანათ  ე.წ. პროტოკოლი, რომელიც უნდა გადასცენ მიხეილ სააკაშვილს და აცნობონ, რომ 10 სექტემბერს მან დაარღვია სახელმწიფო საზღვარი.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, მათი სასტუმროში მისვლა არაკანონიერია, რადგან როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისთვის მათ ფაქტის დაფიქსირებიდან სამ საათში უნდა ეცნობებინათ.

 

 

სიახლეები

მამუკა ხაზარაძეს 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. მისივე განცხადებით,...

240-ზე მეტი მასწავლებელი დათაშვილისთვის პატიმრობის შეცვლას ითხოვს

მასწავლებელთა ნაწილი ნინო დათაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ხელმოწერებს აგროვებს აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის მოთხოვნით. მათი...

ფინეთის საგარეო მინისტრი: ვითარება საქართველოში რთულდება, EU ქართველი ხალხის გვერდით დგას

სამწუხაროდ, ვითარება საქართველოში უფრო და უფრო რთულდება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და ქვეყნის თავისუფალი ხალხისთვის,...

წამოვჭრით სანქციების საკითხს მათზე, ვინც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევს-კალასი

დღეს საქართველოს საკითხსაც განვიხილავთ. სიტუაცია უარესდება და მოვლენების მრავალგვარ განვითარებას ვხედავთ. შესაბამისად, კვლავ წამოვჭრი...