მთავარისიახლეებიპოლიტიკალვოვის სასტუმროს მისაღებში, სადაც მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფება, უკრაინის...

ლვოვის სასტუმროს მისაღებში, სადაც მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფება, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები და პოლიციელები არიან მისული

Published on

ამ წუთებში ლვოვის სასტუმროს მისაღებში, სადაც მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფება, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები და პოლიციელები არიან მისული . – ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ახალ ძალთა მოძრაობა" ავრცელებს.
სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების და სამართალდამცველების მისვლის მიზეზი და ზუსტი დეტალები უცნობია.
 სასტუმროში პოლიციის ყოფნის ამსახველ კადრებში ასევე ჩანს, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ესაუბრება.
 
მესაზღვრეები განმარტავენ, რომ მათ სასტუმროში მიიტანეს ე.წ. პროტოკოლი, რომელიც უნდა გადასცენ მიხეილ სააკაშვილს და აცნობონ, რომ 10 სექტემბერს მან დაარღვია სახელმწიფო საზღვარი.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, მათი სასტუმროში მისვლა არაკანონიერია, რადგან როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისთვის მათ ფაქტის დაფიქსირებიდან სამ საათში უნდა ეცნობებინათ.
 
„შემოვიდნენ სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები, მათ აჩვენეს დამადასტურებელი მოწმობები და ისინი ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღონ დოკუმენტები, თან გამოიძახეს მათ პოლიცია.
მიხეილ სააკაშვილი არასდროს არ არის წინააღმდეგი შეხვდეს სამართალდამცველი და სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებს. მაგრამ მესაზღვრეები არ აკეთებენ აუცილებელ განმარტებებს და არ სურთ პროტოკოლში ჩაწერონ ადვოკატების განმარტებები, რაც  უკანონოა.
 
"ახლა ჩვენ ველოდებით მათ შემდგომ გადაწყვეტილებებს. ისინი არ უნდა დარბოდნენ მთელს სასტუმროში და არ უნდა ეძებდნენ, რომელ სასტუმროში არის მიხეილ სააკაშვილი. რადგან, ამას არ ითვალისწინებს ჩვენი სამოქალაქო კოდექსი,“ – განაცხადა  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა. 
 
მიმდინარე პროცესებს კომიკურს უწოდებენ "ახალ ძალთა მოძრაობის” წევრები. მათი განცხადებით, საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებმა დაარღვიეს კანონი, რადგან დაგვიანებით გადაწყვიტეს მიხეილ სააკაშვილისთვის პროტოკოლის გადაცემა.
მათივე თქმით, უკრაინაში გრძელდება სრული განუკითხაობა და დღევანდელი ფაქტიც ამის ნათელი მაგალითია.
 
„სიტუაციას  ჩვენ ვაფასებთ როგორც კომიკურს, რადგანაც სამი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი არ მალავდა სად იმყოფებოდა. გავიდა სამი დღე და ახლა მოვიდნენ სამართალდამცველები აქ სასტუმროში. გარდა ამისა მესაზღვრეებმა არ იციან, რომელ ნომერში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. მათ რომც იცოდნენ, რომელ ნომერში იმყოფება სააკაშვილი, იქ შესვლისთვის საჭიროა სასამართლო გადაწყვეტილება და მათ არ სურთ, რომ პროტოკოლი გადასცენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, მათ სურთ პირადი კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან.
ჩვენ ცოტახანს დაველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები და რა სამართლებრივია პოზიცია ექნებათ მათ და ამის შემდეგ ვიმოქმედებთ.
ეს ბუნებრივია არის პოლიტიკური სვლა, ეს არის ცირკი, ეს არის სრული განუკითხაობა, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება უკრაინაში,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრმა.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...