ვინ და რამ შეაჩერა შესაძლო სროლა შეგინის პუნქტზე? – ჩვეულებრივი ინტერნეტმომხმარებელი უკრაინის შს მინისტრის ავაქოვის წინააღმდეგ

0
450
 უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი, რომელსაც უკვე დაწერილი აქვს განცხადება პოსტიდან გადაგომის შესახებ, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აცხადებს, რომ ის შეეცადა ყველაფერი გაეკეთებინა, რათა მესაზღვრეები და პოლიციელები პოლიტიკური პროცესიდან გამოეყვანა.
 
მისი თქმით, პროვოკაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა უსისხლოდ და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. რაც შეეხება მესაზღვრეებს  „მე ავუკრძალე მათ იარაღი ან ფიზიკური ზემოქმედების საშუალებები გამოეყენებინათ“ – დასძინა ავაქოვმა.
 
 
ჩვეულებრივი ინტერნეტმომხმარებლები კი,  მაგალითად, აიდერ იზით-ოღლი მუჟდაბაევი წერს, რომ მესაზღვრეები ადეკვატურად მოიქცნენ და  ამის მიზეზებს არა ავაქოვის აკრძალვაში, არამედ მათ განწყობებში ხედავს.
,,მესაზღვრეებს რომ ეგრძნოთ, რომ მათ მხარესაა კანონი, ზურგსუკან კი – ქვეყანა და ხალხი, დიახაც, დაიცავდნენ საზღვარს, სიცოცხლის ფასადაც კი.
მაგრამ მაშინ, როცა მათაც და ყველამ კარგად იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან არა ქვეყანა და ხალხი, არამედ ერთერთი მხარის პოლიტიკური ინტერესი არა საომარ(გარე), არამედ პოლიტიკურ (შიდა) კონფლიქტში, არაფერი მსგავსი არ გაუკეთებიათ.
საზღვარი გაარღვიეს არა რუსმა ოკუპანტებმა, არა ტერორისტებმა, არამედ ისევ მათიანებმა, უკრაინელებმა, რომლებიც აღშფოთებული იყვნენ, რადგან მათი ქვეყნის ინსტიტუტები ვიღაცების ინტერესებს ეწირება. სხვაგვარად რომ ვთქვა, ამ უკრაინელებმა უსამართლობა იგრძნეს.
და ეს უსამართლობა მესაზღვრეებმაც იგრძნეს, რადგან ისინიც ისეთივე უკრაინელები არიან, როგორებიც საზღვრის დამრღვევები. მადლობა მესაზღვრეებს, რომ ადეკვატურად მოიქცნენ და არ გახდნენ ინსტრუმენტები არა ქვეყნისა და ხალხის, არამედ პოლიტიკოსების ხელში, რომლებიც დღეს არიან და ხვალ – იცვლებიან", – წერს მუჟდაბაევი
 
 
 
 
 
 
წინა სტატიადედა, რა იყო ეს?! ანუ შამათი გროსმაისტერ სააკაშვილისაგან უკრაინისა და … საქართველოს ოლიგარქიულ რეჟიმებს
შემდეგი სტატია,,ისევ შეგინი? ეს უკვე გავიარეთ”. – ავაქოვი კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შესვლა „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე ან საიმიგრაციო სამსახურში უნდა გააფორმოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური