მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილის მატარებელი ისევ გააჩერეს

სააკაშვილის მატარებელი ისევ გააჩერეს

Published on

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა  ,,სააკაშვილის მატარებლის'' გარშემო ამ წუთებისთვის არსებულ მდგომარეობაზე წერს:  მოკლედ, რა ხდება ახლა: მატარებელი ისევ პოლონეთში დგას, სააკაშვილი ოჯახთან ერთად ვაგონშია. ვაგონებში ტუალეტები ჩაკეტეს, მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. სააკაშვილის ჩასვლას არავინ ითხოვს უკრაინული მხარის სადისპეტჩეროს გარდა, რადგან მას ამ მატარებლით მგზავრობის უფლება აქვს, მინიმუმ, პოლონეთის ტერიტორიაზე მაინც – შეამოწმეს პოლონელმა სამართალდამცველებმა სააკაშვილის პასპორტი და დატოვეს მატარებელი, ჩვენი საქმე აქ არ არისო. 
თუ რამე დარღვევაა, საზღვარზე უნდა აღმოაჩინონ და არ შეუშვან, პერემიშლი უკრაინის სადგურია. 
დეპუტატები ურეკავენ ინფრასტრუქტურის მინისტრს და ეუბნებიან, რომ ეს საერთაშორისო სკანდალია. 
სიმართლე არის ის, რომ პოროშენკოს ეს ასობით მგზავრი, მათ შორის, დიაბეტიანი ადამიანები, ორსული ქალები – მძევლად ჰყავს აყვანილი იმის გამო, რომ ერთი კაცის ქვეყანაში შესვლის ეშინია.
ამას შევარდნაძეც არ იზამდა.''
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მატარებლიდან, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინისკენ მიემართება, მგზავრები ავტობუსებში გადაჰყავთ. ისინი უკრაინის საზღვარს ავტობუსით გადაკვეთენ, მატარებლის ბილეთის საფასური კი აუნაზღაურდებათ. 
 უკრაინის შსს აცხადებს, რომ პერემიშლში მატარებლის დაკავებასთან საერთო არაფერი აქვს.
 
 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...