მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილმა პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის ადრე დაანონსებული მარშრუტი შეცვალა და უკრაინაში "ინტერსიტის"...

მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის ადრე დაანონსებული მარშრუტი შეცვალა და უკრაინაში “ინტერსიტის” მატარებლით შევა

Published on

 მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის ადრე დაანონსებული მარშრუტი შეცვალა და უკრაინაში "ინტერსიტის" მატარებლით შევა. – ინფორმაცია ამის შესახებ სააკაშვილის ლაივ ჩართვიდან გახდა ცნობილი.   
 
მიხეილ სააკაშვილთან ერთად მატარებლით იმგზავრებენ პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და უკრაინის რადის დეპუტატები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებიან. 
 
როგორც ჩართვაში ჩანს,  პერემიშლის (პოლონეთის მხარესაა) რკინიგზის სადგურზე გამოჩნდა თუ არა, სააკაშვილი ალყაში მოაქციეს მოქალაქეებმა და ფოტოებს იღებენ. ძალოვნები იქ არ არიან, გადასროლა ვერ მოასწრეს. მატარებელი მალე გადის.
 
 სააკაშვილი აცხადებს, რომ კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან მზადდებოდა პროვოკაცია, რაც არ იყო მოულოდნელი იქ ხელისუფლების მიერ მოზიდული სამხედრო ტექნიკისა და ციცხალი ძალის ფონზე .  „ჩვენ ვიცით, რომ „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე ასობით ჩემი მხარდამჭერია, მაგრამ იქ ასევე არიან „ტიტუშკები“, რომლებიც პროვოკაციას ამზადებენ. რათა თავიდან ავიცილოთ ეს, ჩვენ შესაძლოდ მივიჩნევთ უკრაინაში „ინტერსითის“ მატარებლით გამგზავრებას“, – განმარტა სააკაშვილმა.
 
"ჩვენი გეგმა იყო მკაფიო, მივემართებოდით საზღვრისკენ. ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოვიდნენ იმის მხარდასაჭერად რომ ქვეყანაში იყოს თავისუფლება და არ შეიქმნას ახალი დიქტატურა, მაგრამ ასევე არიან ტიტუშკებიც და არის პროვოკაციის გეგმა, რომელიც გაცხადებული იქნა სხვადასხვა პირების მიერ. პრეზიდენტი ადმინისტრაციის, ავაკოვისა და სხვა პირების მიერ. რათა თავიდან აცილებული იყო პროვოკაცია, გუშინაც ვითათბირეთ, ამ მომენტისათვის არ გვქონდა მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა ყველა ვთანხმდებით, რომ ყველა გავემგზავროთ ერთად მატარებლით, რათა გადავკვეთოთ საზღვარი," – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
აღსანიშნავია, რომ მატარებლით გამგზავრების შემთხვევაში საბუთების შემოწმება არა გამშვებ პუნქტზე, არამედ მატარებელში ხდება. 
 
შეგახსენებთ, "კრაკოვეცის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მიხეილ სააკაშვილს 3.000-დე მხარდამჭერი ელოდებოდა. მათ იქ კარვების ბანაკი ჰქონდათ გაშლილი. იქვე იმყოფებოდნენ ე.წ. "ტიტუშკებიც", რომლებიც კონტრაქციას ატარებენ.
 
 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...