მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვართან იმყოფება, კრაკოვეციდან 36 კილომეტრის დაშორებით მდებარე შეგინის გამშვებ პუნქტთან.
პერიმეტრზე ნიღბიანი სპეცრაზმელები და სამართალდამცველები არიან განლაგებულები.
პოლონეთი-უკრაინის საზღვარი გადაკეტილია. სასაზღვრო ჯარების გენერალი აცხადებს, რომ მიიღო ოფიციალური შეტყობინება, არ გაატაროს საზღვარზე მიხეილ სააკაშვილი და მისი თანმხლები პირები, მთ შორის ევროპარლამენტარები და უკრაინის რადას დეპუტატებიც.თუმცა უარს ამბობს დაასახელოს უწყება თუ პოლიტიკური პერსონა, რომელმაც ასეთი განკარგულება გასცა.
გენერალმა ამავე დროს გააკეთა სკანდალური განცხადება, რომ საკაშვილსა და დეპუტატებს საზღვრის გადაკვეთის უფლებას ვერ მისცემს, რადგან მისი ინფორმაციით, ტერიტორია დანაღმულია და ვერ აიღებს პასუხიმგებლობას მათ უსაფრთხოებაზე, იულია ტიმოშენკოსა და სხვა დეპუტატებისა და სამართალდამცველების ყველა ცდა მიეღოთ მისგან თუნდაც რამდენადმე გარკვეული განმარტება, ვინ დანაღმა ტერიტორია, ამაო აღმოჩნდა.
გენერლის ამ განცხადებას იქ მყოფთა მხრიდან სიცილი , ხოლო უფრო შორ პერიმეტრზემყოფ მხარდამჭერთა დამცინავი შეძახილები მოყვა.
,,არავის არა აქვს საზღვრის დანაღმვის უფლება, ეს მიზეზი უბრალოდ სასაცილოა – განაცხადა ტიმოშენკომ. მან ასევე ასევე აღნიშნა, რომ თუნდაც ასე იყოს, უსაფრთხოების პასუხისმგებლობას თავის კოლეგებთან ერთად თავის თავზე იღებს.
ტიმოშენკო აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვიღაც, ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან, სასაცილო მდგომარეობაში აგდებს და ამცირებს უკრაინის სასაზღვრო ჯარების გენერალს, რომელსაც აბსურდულ არგუმენტირებას აკეთებინებს. ეს უკრაინის დამცირებაა და მოუთმენელი ფაქტი'' – აცხადებს იგი.
სასაზღვრო ძალების მარიონეტი გენერლისთვის სიტუაციის ახსნა სცადა მიხეილ სააკაშვილმა, მან აღნიშნა, რომ აქვს სრული უფლება შევიდეს უკრაინის ტერიტორიაზე და ხელისუფლების გადაწყვეტილება ხელი შეუშალოს ამაში, უკანონოა, ისევე როგორც უკანონოა იმ ბრძანების შესრულება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის უკრაინის კანონმდებლობასთან.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, გენერლის მიერ დასახელებული ოფიციალური მიზეზი სრული ტყუილია და უკრაინის ხელისუფლებას ხალხის გასულელება სურს.
„ეს ბიჭები, რომლებითაც ჩვენ ძლიან ვამაყობთ, ემსახურებიან სახელმწიფოს, რომელიც უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ესენი. მე ვარ ყოფილი მესაზღვრე. როდესაც ვიდექი სახელმწიფ საზღვარზე საბჭოთა კავშირის დროს, სლოვაკეთსა თუ უნგრეთში, მაშინაც კი იყო სადღეღამისო მეთვალყურეობა კამერებით, ამ ზონის დანაღმვა, მაშინ, როდესაც აქ დგას ამდენი კამერა, ტექნიკურად შეუძლებელია,, ეს არის სისულელეა. ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, მესაზღვრეები, რომლებიც ახლა საზღვარზე იმყოფებიან, პროკურატურის წარმომადგენლებმა თავიანთ ნაცვლად დატოვეს ადგილზე და თავად გაიქცნენ.
„თუ პოროშენკოს ჩემი ასე ეშინია, დაიწყოს პროცედურები,"-აცხადებს სააკაშვილი
ევროპარლამენტარები და უკრაინელი დეპუტატები ამ წუთამდე ცდილობენ აუხსნან სასაზღვრო დაცვის სამსახურის წარმომადგენელებს, რომ ისინი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიან.
დეპუტატები ითხოვენ დოკუმენტის სახით ჩამოაყალიბონ არგუმენტი, თუ რა მიზეზით არ უშვებენ მათ უარაინის ტერიტორიაზე და სახელდობრ ვინ გასცა ბრძანება ტერიტორიის დანაღმვის შესახებ, თუ ასეთ რამეს მართლაც აქვს ადაგილი.
საზღვრის ორივე მხარეს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც იმყოფებიან. ისინი სხვადასხვა ფრაზებს სკანდირებენ და მოითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი, თავის მხარდამჭერებთან და ოჯახის წევრებთან ერთად უკრაინაში შეუშვან.