მთავარისიახლეებიპოლიტიკამატარებელი, რომელშიც პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება, პოროშენკოს განკარგულების მიუხედავად უკრაინის საზღვრისკენ დაიძრა

მატარებელი, რომელშიც პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება, პოროშენკოს განკარგულების მიუხედავად უკრაინის საზღვრისკენ დაიძრა

Published on

„პრეზიდენტმა პოროშენკომ რკინიგზის ხელმძვანელობას უბრძანა, მატარებელი გააჩეროს. წარმოგიდგენიათ რა დონის იდიოტთან გვაქვს საქმე? ყველა ზღვარს გადასული საქციელია,“- ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მატარებლის ბაქანზე გააკეთა. რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ მატარებელს ლვოვის მიმართულებით გამგზავრების უფლებას არ მისცემენ, თუ მას საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ დატოვებს.
 
„პოროშენკომ ამჟამად მძევლად აიყვანა ამ მატარებლის ყველა მგზავრი და განაცხადა, რომ ვერცერთი გაემგზავრება, მათ შორის არიან უკრაინის მოქალაქეები, აქვთ ბილეთები, მათ ფაქტობრივად, ხელბორკილები დაადო, წარმოგიდგენიათ ვისთან გვაქვს საქმე? პოროშენკოს ასე უნდა მართოს უკრაინა, ხალხი,"- აღნიშნა სააკაშვილმა. 
 
 ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ პოლონეთის მხარის მიერ პოროშენკოს განკარგულება იგნორირებულ იქნა. მატარებელი უკვე დაიძრა საზღვრისკენ.
 
მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ევროდეპუტატის სარიუშ ვოლსკის ჩარევითა  და პოლონეთის ოფიციალური უწყებების  გადაწყვეტილებით  მატარებელი ამ წუთებში დამიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ  მატარებელი ამ წუთებში დაიძრა უკრაინისკენ.
სარიუშ ვოლსკის განცხადებით ადამიანს, რომელსაც არანაირი უკანონობა არ ჩაუდენია, აქვს ბილეთი და ლეგალურად იმყოფება მატარებელში არ შეიძლება აეკრძალოს მგზავრობა.ეს არის კანონის დარღვევა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, განახადა  მან.
 
 მცირე ხნის წინ სარიუშ ვოლსკიმ გააკეთაკიდევ ერთი განცხადება:
 
"მიხეილ სააკაშვილი არის ჩემი მეგობარი და ჩვენ ამ რთულ პერიოდში მის გვერდით ვდგავართ, ისევე, როგორც 2008 წლის ომის პერიოდში, როცა რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. სააკაშვილს აქვს უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება. უკრაინამ უნდა მისცეს მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში  შესვლისა და საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დაცვის საშალება " 
 
 

 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...