მთავარისიახლეებიუკრაინაუკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ავაქოვი გადადგა?

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ავაქოვი გადადგა?

Published on

უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ უკრაინის შინაგან საქმეთა მინსტრმა დაწერა განცხადება პოსტიდან საკუთარი სურვილით გადადგომის შესახებ. ინფორმაციას ადასტურებს მთავრობის კაბინეტის სამდივნო. 
განცხადება შემოსულია, მაგრამ პრემიერმინისტრს იგი ჯერ არ განუხილავს -აცხადებენ უწყებაში. 
 
ჯერჯერობით ოფიციალურად  არ სახელდება ავაქოვის ამ გადაწყვეტილების მიზეზები, თუმცა არაოფიციალური წყაროებით, ამ გადაწყვეტილების მიღება ავაქოვს   უკრაინის გენერალური პროკურატურიდამნ მიღებულმა წერილმა აიძულა.
 
,,გასულ კვირას მთავრობის სამდივნოში შემოვიდა გენპროკურორის ოფიციალური შეტყობინება იმის სესახებ, რომ დაიწყო მილიციის თანამშრომლების და კერძოდ მინისტრის საქმიანობის  კანონიერების  შემოწმება. გენპროკურატურის გამომძიებლები გეგმავენ გადააამოწმონ ინფორმაცია მინისტრისა და მისი ხელქვეითების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისა და სამსახურებრივი გაყალბებების ფაქტები, აგრეთვე სამსახურებრივი უფლებების ბოროტი გამოყენება სატენდერო შესყიდვებში. გარდა ამისა გენპროკურატურა საქმის კურსში აყენებს მინისტრთა კაბინეტს, რომ უახლოეს ხანებში იწყებს შსს გამომძიებლებისა და მინისტრის დაკითხვებს. '' – აცხადებენ მინისტრთა კაბინეტში და დასძენენ, რომ ავაქოვის განცხადება გადადგომის შესახებ   სავარაუდოდ დაკმაყოფილდება.
შეგახსენებთ, გასულ კვირას შს სამინისტროს ირგვლივ მორიგი სკანდალი აგორდა, კერძოდ მედიაში გახმაურდა სამინისტროდან იმ  8 ტომარა ქარვის კონცენტრატის გაქრობა, რომელიც 3აგვისტოს იქნა ამორებული უკრაინის სახელმწიფო საწარმოსი ,, უკრბურშტინი''. შსს თანამშრომლებმა მ ჯამსი ამოიღეს 104 ტომარა ქარვა და ექსპერტიზის ჩატარების მოტივით  კიევში გადაიტანეს. თავად საწარმოში მაშინ განაცხადეს, რომ ქარვა უკანონოდ იქნა ამოღებული და ამ ფაქტის  სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.
 
ამავე დროს მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავაქოვი მხილებულია არმიისთვის განკუთვნილი ზურგჩანთების რეალურზე მაღალ ფასებში შეძენის ფაქტში, კერძოდ, აცხადებენ რომ  ზურგჩანთების შესყიდვა მოხდა ა. ავაქოვის მეუღლის მეშვეობვით და  გადახდილია ხელოვნურად აწეული ფასი –   14, 5 მილიონი გრივნა.
 
გარდა ამისა, წერენ, რომ ავაქოვის უწყებამ ახალი საპატრულო მანქანები დააზღვია სადაზღვევო კომპანიაში, რომელსაც დაზღვევის ლიცენზია ჩამორთმეული აქვს.
 
მედია ადრეც იუწყებოდა, რომ  უკრაინის გენერალური პროკურატურა გეგმავს დაადგინოს,  რამდენად იცავდა კანონმდებლობის მოთხოვნებს მინისტრი  ავაქოვი ბატალიონ ,,ტორნადოს'' ფორმირების დროს,  კერძოდ, როგორ მოხდა, რომ ბატალიონის რიგებში აღმოჩნდნენ პირები, რომელნიც ადრე არაერთგზის ყოფილან ნასამართლევი გაუპატიურებებისა და მკვლელობებისთვის. 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...