მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: სროლა არ იქნება. მე იქ ჩემს პატარა ვაჟთან ერთად...

მიხეილ სააკაშვილი: სროლა არ იქნება. მე იქ ჩემს პატარა ვაჟთან ერთად მივდივარ

Published on

ვინც აცხადებს, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სროლა ატყდება, ტყუის. ისინი არაფერს წარმოადგენენ და ასეთი განცხადებებით შეგნებულად ძაბავენ სიტუაციას, –
 
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ NewsOne-თან ინტერვიუში, წამყვანის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, რას იზამს მიხეილ სააკაშვილი, თუ საზღვარზე სროლა ატყდება. 
 
მანამდე წამყვანმა უკრაინის რადის დეპუტატების მოსაზრება მოიყვანა, რომელთა თქმით, არაა გამორიცხული, 10 სექტემბერს საზღვარზე არეულობის მცდელობას სროლა მოჰყვეს:
 
"ეს ადამიანები შეგნებულად ძაბავენ სიტუაციას, განგებ ეუბნებიან მათ შორის, ჩვენს პოლონელ მეგობრებსაც: აი, იქ შეიძლება არეულობა მოხდეს, სროლა დაიწყოს, რად გინდათ ეს პრობლემები, არ შევუშვათ სააკაშვილი…
 
ვისაც სროლა და ცეცხლის გახსნა უნდა, ამის თაობაზე წინასწარ არ ლაპარაკობს. მე იქ ჩემს პატარა ვაჟთან ერთად მივდივარ. არც ისე პატარაა, 11 წლისაა. სწორედ მასთან ერთად მივდივარ და, ჩემთან ერთად, შესაძლოა, ევროპარლამენტისა და პოლონეთის პარლამენტის წევრებიც იყვნენ", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...