მთავარისიახლეებიინტერვიუმე არ ვუსურვებ პოროშენკოს ციხეში მოხვედრას, მაგრამ თუკი იგი გამიტაცებს და...

მე არ ვუსურვებ პოროშენკოს ციხეში მოხვედრას, მაგრამ თუკი იგი გამიტაცებს და საქართველოს გადამცემს, თავად ,, გაიჩალიჩებს’’ ციხეს – პრეზიდენტ სააკაშვილის უახლესი ინტერვიუ უკრაინის ტელევიზიას ( ნაწილი 1)

Published on

რატომ არ ეშინია სააკაშვილს პროვოკაციისა საზღვარზე, შეხვდა თუ არა ის ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის ჟენევაში და ნანობს თუ არა, რომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე 2015 წელს? –  ამის შესახებ  ისაუბრა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა თავმჯდომარემ ალესია ბაცმანის საავტორო გადაცემაში ბაცმან LIVE" NewsOne- ის ეთერში. გამოცემა ,,გორდონი’’ ექსკლუზიურად აქვეყნებს ამ ინტერვიუს ტექსტურ ვერსიას.

( ,, ოდიში ნიუსი''  გთავაზობთ ინტერვიუს  პირველ ნაწილს )
 
სააკაშვილი; ხელისუფლება ისე ამაგრებს დასავლეთის საზღვარს, თითქოს აღმოსავლეთში ჩვენთვის უკვე ყველაფერი დამთავრებული იყოს 
 
 
მე რომ ვიყო უკრაინული  ან ქართული საზოგადოების რიგითი წარმომადგენელი, რომელსაც სახელმწიფო ასე მოექცა,
ეს ძალზე დრამატული სიტუაცია იქნებოდა 
 
გადაცემის წამყვანი:  საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ექს გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი  ვარშავიდან ტელეხიდით გვიკავშირდება.
 
 
საღამო მშვიდობისა, მიხეილ, მიხარია, რომ გხედავთ და გისმენთ
საღამო მშვიდობისა, ალესია, საღამო მშვიდობისა თქვენ და თქვენს მაყურებელს.
 
მე არა ერთი წელია გიცნობთ, თქვენ არ გაშინებთ არცერთი კითხვა, მათ შორის რთულიც. ამიტომ გთავაზობთ შევეხოთ ყველა საკითხს,  რაც აღეძვრის და აღელვებს უკრაინულ საზოგადოებას თქვენთან დაკავშირებით. მზადა ხართ ამისთვის?
დიახ, რა თქმა უნდა.
 
ძალიან მალე თქვენს იუბილეს აღნიშნავთ . თქვენი თითქმის 50 წლიანი ცხოვრების მანძილზე გქონიათ სხვადასხვა თანადებობები და სტატუსები,  ქვეყნის პრეზიდენტობის ჩათვლით, მაგრან ესოდენ  უუფლებო სტატუსი, პირველად გაქვთ. როგორ გრძნობთ თავს ახლა? ვინა ხართ თქვენ დღეს?
მე მიხეილ სააკაშვილი ვარ. იცით, თითქოს  ყინვიან ამინდში ცოტახნით გახვედით გარეთ და ზურგს უკან კარი მოგიხურეს, შეცვალეს საკეტი – და ჰა, გეუბნებიან – მიდი და არკვიე ახლა, როგორ გათბე და როგორ გადაირჩინო თავი,  შენ უკვე აქ აღარ ცხოვრობ. უკან აღარ შემოგიშვებთ და არც თბილ ტანსაცმელს მოგცემთ …
მე რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვიყო, უკრაინელი ან ქართველი ხალხის საშუალო ფენის წარმომადგენელი, რომელსაც ასე მოექცა სახელმწიფო, ეს დრამატული სიტუაცია იქნებოდა. ეს ტრაგედია იქნებოდა.  ჩემი მდგომარეობა, რასაკვირველია, ასე რთულად არ არის. მაგალითად, ამერიკაში წავედი და იქაურობა დავტოვე უკრაინული პასპორტით ( ჩვეულებრივ ადამიანს გაუქმებული პასპორტით იქ ალბათ არ შეუშვებდნენ).  პოლონეთში შევედი იგივე პასპორტით (ჩვეულებრივ ადამიანს გაუქმებული პასპორტით ალბათ არც იქ  შეუშვებდნენ). მე გადავადგილდები, ვმოგზაურობ მთელ ევროპაში. გუშინწინ ბრიუსელში მივფრინავდი და ვარშავის აეროპორტში მამაკაცს, რომელიც რეგისტრაციას ატარებს, არც კი ჩაუხედავს ჩემს დოკუმენტებში, გამოვიდა სარეგისტრაციო ტიხარიდან და მთხოვა სურათი გადავიღოთო. ანუ, მე გაცილებით იოლად მაქვს საქმე. მაგრამ ეს ყველაფერი უფრო მეტს მავალებს, რადგან ჩემს თავს წარმოვიდგენ იმ ადამიანების ადგილზე, რომელნიც ასე მარტივად შეიძლება გაძარცვონ… პასპორტი მოპარონ… 
ეს ხომ უბრალოდ პასპორტი არ არის, ეს სოციალური სტატუსია…  თავს არ ვისაწყლებ და არ მინდა საბრალოდ გამოვიყურებოდე, მე, რა თქმა უნდა, მყავს ოჯახის წევრები, მაგრამ!  ახლა ისეთ სიტუაციაში ვარ,  კარგად რომ წარმოიდგინოთ, რომ  მართვის მოწმობაც კი არ გამაჩნია. იგი თავის დროზე საქართველოში ყოფნისას დავკარგე და შემეშინდა მისი ხელახლა აღების. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში მართვის მოწმობას პროტექციით ვერ მიიღებ და ხელახლა უნდა ჩააბარო გამოცდა.  
 
მაგრამ  თქვენ თავად  შექმენით ისეთი სიტემა, რომ პროტექციით მართვის მოწმობას არ გაღირსებენ ( იცინის) 
კი, კი ( იღიმება). მე კარგად ვატარებ მანქანას, ერთი პირობა ვიფიქრე,  მივალ და ჩავაბარებ გამოცდას-მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე –  აი, მივსულვარ ამ ცენტრში, ვიღაცა კი წამკბენს და თეორიასაც ვერ ჩავაბარებ და მერე მთელი ქვეყანა იქილიკებს იმაზე, რომ პრეზიდენტი გამოცდაზე  ამ კომპლექსმა დამტოვა მართვის მოწმობის გარეშე და ახლა ამას მწარედ ვნანობ:  ზოგჯერ თუნდაც რამენაირი  დოკუმენტის  ( მართვის მოწმობა იქნება თუ ბიბლიოთეკის მკითხველის მოწმობა) წარდგენას მთხოვენ. მე კი არაფერი მაქვს . შედეგად, უკრაინის ბანკში ჩემი ანგარიშიდან ფულის მოხსნა შემიძლია, მაგრამ მისი შევსება არა. მქონდა სიტუაცია: მეგობრებმა მითხრეს, მოდი, ფულს გადმოგირიცხავთო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია – მხოლოდ მოქალაქეს შეუძლია შეავსოს ანგარიში. ეს, რა თქმა უნდა, სასაცილოდ არ ეყოფა პოროშენკოს…  
 
მიხეილ, დაგრჩათ რამე დასახარჯი? 
კი.  კიდევ მიდევს რამდენიმე ათასი დოლარი. სულ ეს არის … მაგრამ ვიმეორებ: არ მინდა ვინმეს თავი შევაბრალო. მადლობა ღმერთს, გვერდით  მყავს ბევრი  კარგი ადამიანი, ამასთან ბევრი არც მჭირდება. ფული მხოლოდ გადაადგილებისთვის მინდა, თავის სარჩენად. რაიმე განსაკუთებული ხარჯები არცა მაქვს.
 
ამას წინათ ორ ადამიანს ვესაუბრე უკრაინის სპეცსამსახურებიდან და ძალოვანი უწყებებიდან.  ისინი შიშობენ, რომ თქვენს დაბრუნებას ურაინაში 10 სექტემბერს შეიძლება მოყვეს არა უბრალოდ პროვოკაციები, არამედ ადამიანის მსხვერპლიც კი  ( ღმერთმა დაგვიფაროს),  მათი აზრით, დღეს არიან ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან კიდევ უფრო არიონ სიტუაცია უკრაინაში, რომელიც ისედაც არ არის სტაბილური. უშვებთ თუ არა, რომ თქვენს დაბრუნებას შესაძლოა მოვლენათა ასეთი განვითარება  მოყვეს? მზადა ხართ თქვენს თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა, ღმერთმა დაგვიფაროს და  შესაძლო მსხვერპლისთვის?
პასუხისმგებლობა ყველაფრისთვის, რაც ახლა  ჩემს გარშემო ხდება, ერთ ადამიანს ეკისრება – ურაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს, რომელმაც ხელი მოაწერა  განკარგულებას ჩემი მოქალაქეობის გაუქმების შესახებ 
მინდა შეგახსენოთ: სულ  რამდენიმე დღით გადავფრინდი შეერთებულ შტატებში, უკრაინის მხარადასაჭერად,  იქ ტელეგამოსვლები მქონდა დაგეგმილი,  ოჯახის წევრების მონახულების გარდა შეთანხმებული  მქონდა არაფორმალური შეხვედრები კონგრესმენებთან, წამყვანი ამერიკული გამოცემების რედაქტორებთან – და ეს ყველაფერი უკრაინის მხარდასაჭერად.  
 
სააკაშვილი მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ:
განა ეს დღისით მზისით მომხდარი ძარცვა არ არის? რა არის ეს თუ არა მაღალი თუ დაბალი სინჯის ვერაგობა ?
 
ამ დროს კი ჩემი ქვეყნის- უკრაინის პრეზიდენტი ცვლის კომისიის (მოქალაქეობის საკითხებში) შემადგენლობას, რამდენიმე საათში  ითხოვს იქიდან ადამიანებს, რომელნიც, იცოდა, არ დაეთანხმებოდნენ მის გადაწყვეტილებას ( ჩემთვის მოქაალეობის ჩამორთმევას), ისინი კომისიაში ჩაანაცვლა ავაქოვის ხალხით (ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ ახლა შეხმატკბილებული არიან), სამსახურიდან დაითხოვა ქალბატონი, რომელიც ხელმძღვანელობდა მოქალაქეობის დეპარტამენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  
მან ისე შეკრიბა კომისია, რომ რამდენიმე ადამიანი, მაგალითად პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არც გაუფრთხილებიათ და სულ რაღაც ხუთ წუთში მალულად, აუცილებელი  იურიდიული პროცედურების გარეშე გადაწყვიტა ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი. 
მე ხშირად შემიდარებია უკრაინის ხლისუფლებაში მოკალათებული ხალხი კამათელთან  (ხელებს ატრიალებს): ,,გაქვს უკრაინის მოქალაქეობა? არა გაქვს? აბა სად არის ახლა? ბოდიში, მაგრამ უკვე ჩემს ჯიბეშია. წადი და იარე ახლა ტყე-ტყე, აქ მეტად აღარ შემოგიშვებთ’’.
განა ეს დღისით- მზისით მომხდარი ძარცვა არ არის?  რა არის ეს, თუ არა მაღალი თუ დაბალი სინჯის ვერაგობა?
ასე რომ, არ არის საჭირო სიტუაციის დაძაბვა. მე სავსებით მშვიდად ვარ საზღვარზე მოსალოდნელ სიტუაციასთან დაკავშირებით.
ჯერ ერთი, ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი ლვოვის პოლიციის უფროსთან, იგი ძალზე ღირსეული ადამიანია . მან მითხრა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რომ ოლქის ტერიტორიაზე არანაირი არეულობა არ მოხდეს, ამ მხრივ პრობლემა არ არის. ამასთან ჩემს მისვლას საზღვართან უამრავი კამერა დააფიქსირებს.
 ნახეთ: ისინი ამბობენ, რომ ეშინიათ პროვოკაციებისა და ძალადობისა, მაგრამ ამავე დროს განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ კამერებს იქ, სადაც საზღვარი უნდა გადავკვეთოთ. თუ ძალადობისა და პროვოკაციის გეშინია, წესით პირიქით,  უნდა დაუშვა კამერები, რადგან კამერების თანადასწრებით დანაშაულის ჩადენა გაცილებით ძნელია. ანუ თავად ისინი ძაბავენ სიტუაციას და ეს არ ესმით… ჩემთან ერთად (უკრაინაში) მოემგზავრება საფრანგეთის წამყვანი ტელეარხი, პოლონეთის წამყვანი ტელეარხები, გერმანელი, ამერიკელი ჟურნალისტები… როცა ყველაფერი ლაივში გადაიცემა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა კიდევ უფრო ძნელდება. ამიტომ, თუ ვინმე აპირებს ძალადობას, არა ჩვენ, არამედ ისინი. 
 
მე მახსოვს რამდენიმე საჯარო განცხადება. მაგალითად ილია კივამ განაცხადა, რომ უნდა ესროლონ ყველა პოლიტიკოსს, ვინც თქვენთან ერთად მოადგება საზღვარს, მათ შორის ტიმოშენკოს, ლეშჩენკოს და სხვებს. ოლეგ ლიაშკომ ურჩია მესაძღვრეებს ესროლონ საზღვრის ნებისმიერ დამრღვევს.  და ეშმაკმა უწყის რა მოხდება: მართლა რომ გესროლონ?  რას გააკეთებთ ასეთ შემთხვევაში? 
იცით, ვინც სროლას აპირებს. ამის შესახებ წინასწარ არ ლაპარაკობს.  ეს პირველი. მეორეც: თქვენს მიერ დასახელებული სუბიექტები თავისთავად არაფერს წარმოადგენენ. ბუნებრივია, ვითარების დაძაბვა სპეციალურად ხდებოდა, სპეციალურად ეუბნებოდნენ ბევრს და მათ შორის ჩვენს პოლონელ მეგობრებს: ,,ხედავთ, შესაძლებელია სროლა ატყდეს. შესაძლებელია არეულობა მოხდეს. რაში გჭირდებათ ასეთი პრობლემები? ნუ გამოუშვებთ მიხეილ სააკაშვილს, ჯობს თქვენთან დაიტოვოთ იგი’’.
და კიდევ, მე, მაგალითად,  უკრაინაში ჩემს უმცროს შვილთან ერთად მოვემგზავრები, იგი თერთმეტი წლისაა.  რომ ვუშვებდე,  იქ შეიძლება სროლა მოხდეს-მეთქი, რასაკვირველია, არ წამოვიყვანდი. ჩვენთან ერთად იქნებიან ევროპარლამენტის წევრები, არ გამოვრიცხავ, რომ იქნებიან პოლონეთის პარლამენტის წევრებიც, სხვა მოღვაწეები უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. 
 
მიხეილ, მინდა გკითხოთ: როგორ მოხდება  თქვენი შემოსვლა წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით? თქვენ კვირას, 14.00 საათზე…
დიახ
მოდიხართ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან …
დიახ.
მესაზღვრეს აწვდით თქვენს უკრაინულ პასპორტს, ის კი, დავუშვათ,   გართმევთ მას, ხორციელდება თქვენი ექსტრადირება საქართველოში, სადაც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე გელით. ან იქნება რამე სხვა ვარიანტი. იქნებ, ნაბიჯ-ნაბიჯ აგვიწეროთ  თქვენი გეგმა?
 
თქვენ ახსენეთ ე.წ. სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც საქართველოშია აღძრული ჩემს წინააღმდეგ. მინდა ყველასთვის განვმარტო ამ საქმეების ეტიმოლოგია.
 
როდესაც ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადა დასასრულს უახლოვდებოდა, პუტინი გაცოფებული იყო იმით, რომ 2008 წელს დავიცავით ჩვენი დამოუკიდებლობა.
და მან ვერ შეძლო ჩემი დამხობა, ვერ ჩამომკიდა იმ ერთი ადგილით, რისი პირობაც დადო. 
 
როდესაც ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადა დასასრულს უახლოვდებოდა, პუტინი გაცოფებული იყო იმით, რომ 2008 წელს დავიცავით ჩვენი დამოუკიდებლობა. და მან ვერ შეძლო ჩემი დამხობა, ვერ ჩამომკიდა იმ ერთი ადგილით, რისი პირობაც დადო. მაგრამ მას როგორმე  უნდა აეხსნა რუსული აუდიტორიისათვის, რატომ არ მოხდა ასე და პრემიერმინისტრ მედვედევთან ერთად გამოაცხადა, რომ ახლა საქართველოში მოვლენ ახალი ადამიანები და ისინი აუცილებლად გაასამართლებენ და ციხეში ჩასვამენ სააკაშვილს. მედვედევმა განაცხადა, რომ ამას რამდენიმე წელი დაჭირდება, მაგრამ ეს უსათუოდ მოხდება. შემდეგ მათ 2 მილიარდი დოლარი მისცეს თავიანთ კაცს, რუსეთის  გაზპრომის  უმსხვილეს კერძო აუქციონერს ივანიშვილს (საუბარია  ქართველ ბიზნესმენზე, საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილზე – ,,გორდონი’’) , რომელმაც მყისვე განაცხადა: ,,თუ ხელისუფლებაში მოვალ, აუცილებლად ჩავსვამ სააკაშვილს’’. 
 
ისინი, რასაკვირველია, დარწმუნებული იყვნენ, რომ რაღაც ფული აუცილებლად მექნებოდა მოპარული. ივანიშვილმა დაიქირავა 9 საუკეთესო გამომძიებელი – ამერიკიდან,  ინგლისიდან  და ისრაელიდან.  ისინი გამწარებით დაეძებდნენ მთელ მსოფლიოში  ჩემს ოფშორულ ანგარიშებს, მაგრამ, ბუნებრივი,ა ვერაფერი იპოვეს და  ბოლოს აღიარეს, რომ ვერაფერს გახდებიან. ამის  შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ხელში შერჩა ერთი – ერთადერთი საქმე, რომელიც ახლა აქტიურად განიხილება სასამართლოში: ეს არის პრეზიდენტის ოფისის ხარჯები, რომელშიც სედის დანახარჯები გვირგვინებზე, რომელიც კაჩინსკის (ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტი) და ვაცლავ ჰაველის დაკრძალვაზე მივიტანე, ასევე პრეზიდენტ იუშჩენკოს სააბაზანო მომსახურების ხარჯები (€23), ოთხი თუ ხუთი პიჯაკი ( ზუსტად ვერც ვიხსენებ) ოფიციალური ღონისძიებებისთვის ( სხვათაშორის ის,  რომ ეს პიჯაკები მქონია,  პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ აღმოვაჩინე)
 
ანუ ეს ისე სასაცილო საქმეა, რომ  მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ ცნობს, ინტერპოლმა ოფიციალური უარი განაცხადა რეაგირებაზე ( საერთაშორისო ძებნილად გამიცხადების მოთხოვნაზე), უკრაინის გენპროკურატურამ ორი წლის წინ დაწერა ცხრაგვერდიანი წერილი, რომელშიც საფუძვლიანად არის დასაბუთებული, თუ რატომ არის ეს საქმეები თითიდან გამოწოვილი და პოლიტიკურად მოტივირებული. 
 
და აი, ახლა უკრაინა უცებ ხელახლა მოითხოვს საქართველოსგან ინფორმაციას ამ საქმეებზე. ანუ პოროშენკო ჯერ დავოსში ჩადის ( ჩვენ იგი გვიყვებოდა, რომ იქ ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ჩავიდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, იქ შეხვდა ქართველ პრემიერ – მინისტრს,  რომ ჩემი ექსტრადიციის მოთხოვნაზე  დაეყოლიებინა იგი.) ეს ყველაფერი 2017 წლის აპრილში ხდებოდა. შემდეგ იგი ჩავიდა საქართველოში და ისევ დიდხანს ცდილობდა მათ დაყოლიებას, რომ ერთად ემუშავათ საქართველოსთვის ჩემს გადაცემაზე. რაკი  ამას გენერალური პროკურატურა ვერ გააკეთებს, რადგან განცხადებული აქვს, რომ საქმე არასერიოზულია, ეს იუსტიციის სამინისტროს დაავალეს…
 
 
მე არ ვუსურვებ პოროშენკოს ციხეში მოხვედრას.  ეს ერთმნიშვნელოვანია. 
მაგრამ თუკი  გამიტაცებს და საქართველოს გადამცემს, საკუთარ თავზე იწვნევს ამის შედეგს  და ციხეში ჩაჯდება 

 
და მაინც, მიხეილ, როგორ აპირებთ საზღვარზე გადმოსვლას? 
დიახ, დიახ, სწორედ ამაზე ვსაუბრობ: ამ საქმეების საფუძველზე ჩემი დაკავება შეუძლებელია! ამგვარი სასაცილო ბრალდებებით ( თუნდაც სინამდვილეს შეესაბამებოდეს)  ციხეში ჩასმა უკრაინის კანონმდებლობაში არ არის გათვალისწინებული. 
ამიტომ ერთადერთი, რაც შესაძლებელია არის ის: რომ შეუძლიათ გამიტაცონ, უბრალოდ გამიტაცონ. პოროშენკომ ერთხელ უკვე გააკეთა მსგავსი რამ: იყო ერთი ასეთი პიროვნება – პლატონი, მოლდაველი ოპოზიციონერი (იგი ოპოზიციაში ედგა პოროშენკოს ბიზნესპარტნიორს ვლად პლახოტნიუკს), რომელიც უკრაინის მოქალაქე იყო. იგი პირდაპირ ქუჩაში აიყვანეს, მოიტაცეს, წაუკითხეს დადგენილება, რომ მას უკრაინის  მოქალაქეობა ჩამოერთვა და პოროშენკოს დავალებით გენპროკურორის მოადგილემ მოახდინა   მისი ექსტრადიცია მოლდოვაში ყოველგვარი სასამართლო განხილვის გარეშე.
ეს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულია! დადგება  დრო და უკრაინის სათავეში მოვა ნორმალური ხელისუფლება, რიმელიც აუცილებლად მოსთხოვს პასუხს გენპროკურორის მოადგილეს, თუ რატომ დაარღვია კანონმდებლობა (ამისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული). და მაშინ იგი იტყვის: ,,მე ეს პოროშენკომ დამავალა’’ 
და მე არ მინდა, პოროშენკომ სცადოს მსგავსი რამ ჩემს წინააღმდეგ მოიმოქმედოს. რადგან ჩემთან მას ეს არ გაუვა, და არ შერჩება როგორც პლატონის შემთხვევაში. მინდა გავაფრთხილო – თუ მან ეს მაინც გამიბედა, ეს საქმე წამყვანი საერთაშორისო სამართალდამცველი ორგანოების მსჯელობის, ევროპარლამენტისა და ნორმალური დემოკრატიული ქვეყნების გაკიცხვის საგანი გახდება. 
 
და როგორ გადმოხვალთ საზღვარზე? 
ტენიკურად ეს ასე მოხდება: მე ჩამოვალ, და თუნდაც მოქალაეობის არმქონე პირი ვიყო, ( თუკი პოროშენკოს აბსოლუტურად უკანონო აქტი ძალაშია შესული), მე  ვარ მოქალაქეობის არმქონე პირი უკრაინაში! არავითარი სხვა დოკუმენტი,  არც ქართული, არც პოლონური, არც ჰოლანდიური და არც ამერიკული არ გამაჩნია.  
 
და რას ნიშნავს ეს ,,ტექნიკურად?’’
ყველა ჩემი პირადი ნივთი უკრაინაშია, მე ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი უკრაინაში, ჩემი მეობრების უმრავლესიობა უკრაინაში ცხოვრობს და მე მაქვს ჩემი ვაკდებუებები უკრაინელების წინაშე… გუშინ მე საუბარი მქონდა გაეროს უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან დევნილთა საქმეებში და საკითხი დგას ასე: თუ ადამიანი არის მოქალაქეობის არმქონე პირი, მას მაინც აქვს ქვეყანა, სადაც მოქალაქეობის არმქონე პირს წარმოადგენს. ასეთი ქვეყანა ჩემთვის უკრაინაა. ანუ უკრაინაში ჩამოსვლით მე ვბრუნდები საკუთარ ქვეყანაში. დღეს ეს სავსებით სწორად აღნიშნა ეგორ სობოლევმა, დეპუტატმა "Самопомочі" – დან, პარლამენტში სადაც  ასევე  გამოფინეს პლაკატი:  ,,არავისა აქვს უფლება უარი უთხრას ადამიანს თავის ქვეყანაში შესვლაზე’’  . უკრაინა ჩემთვის ჩემი ქვეყანაა.
 
ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ მოგცემენ საშუალებას მშვიდად ჩააღწიოთ კიევში, თუკი საზღვრის გადმოლახვას შეძლებთ? 
დიახ. კანონით მათ არა აქვთ უფლება უარი მითხრან ამაზე და, მადლობა ღმერთს, უკრაინა ჯერჯერობით რუსეთი არ არის. მინდა შევახსენო მესაზღვრეებს , რომ სასამართლოებში დღემდე დაატარებენ ყოფილი ,,ბერკუტის’’ მეომრებს,  ამრევებს , რომელნიც თავდასხმებს უწყობდნენ მაიდანს, ვინც უთვალთვალებდა აქტივისტებს და ჩადიოდნენ ათასგვარ სხვა სისაძაგლეს და უკანონობას. ხელისუფლებები იცვლება, ეს ხალხი კი დღემდე გაწვალებულია. სხვადასხვა ჯურის დიდ-პატარა იანუკოვიჩები წავიდნენ, მათთვის კი ,,მადლობა’’ არავის უთქვამს.  
 
და ბოლოს, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემს წინააღმდეგ იყენებენ პუტინის ბრძანებით აღძრულ საქმეებს… პირველი უცხოელი პოლიტიკოსი, რომლიც მიესალმა ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას, იყო მედვედევი. 
ახლა ერთერთ ტელეარხზე, რომელიც პოროშენკოს მხარდამჭერია, კერძოდ,  პინჩუკის ტელეარხზე დავალება მიიღეს ჩაწერონ  ხანგრძლივი ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან, ყოფილ საქართველოს პარლამენტის სპიკერთან და  მას შეუძლია თქვას, რომ მე დამნაშავე ვარ, ამიტომ მინდა ვუთხრა უკრაინელებს, რომ ეს ის ადამიანია, ვინც საქართველოზე რუსეთის ფედერაციის თავდასხმის შემდეგ პუტინთან  ჩავიდა და მის გვერდით იდგა ტრიბუნასთან, როცა იგი   სამხედრო პარადს იღებდა – ეს ქართველი ზახარჩენკოა (იგულისხმება დნრ ბოევიკების მეთაური ალექსანდრ ზახარჩენკო_ ,, გორდონი’’)
ნუთუ არ რცხვენია პინჩუკის ტელეარხს და ამ კონკრეტულ ოლიგარქს იმისა, რომ (ძალიან მიჭირს ამის თქმა,  მაგრამ სხვაგვარად არ გამოვა) პირდაპირ და ღიად ეწევა რუსულ, პუტინურ პროპაგანდას მაშინ,   როცა ფორმალურად უკრაინის ტელეარხად იწოდება?! 
მინდა მოვუწოდო ამ არხის ჟურნალისტებს (ბევრ მთგანს უდიდეს პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ მათ შორის ბევრი კარგი პროფესიონალია), რა დაკვეთაც არ უნდა გქონდეთ,  ნუ გამოიყვანთ ეკრანებზე ზახარჩენკოებს, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, რადგან ეს მხოლოდ ჩემი და საქართველოს მტრები კი არა, უკრაინის მტრებიც არიან.
როდესაც ნინო ბურჯანაძე ილაპარაკებს ჩემზე, სჭიროა ამოწიოთ კადრები სადაც იგი ამბობს, რომ უკრაინელები აგრესორები არია, რომ ყურიმი – ეს რუსეთია. ეს ერთადერთი ქართველიპოლიტიკოსია ( ყოფილი პოლიტიკოსი) ვინც გამუდმებით გაყვიროდა, რომ ყირიმი რუსეთია!  სირხვილია, რომ მას იყენებთ ჩემს წინააღმდეგ , იმისთვის, რომ დაამტკიცოთ რომ ციხეში ვარ ჩასასმელი. არ ვიცი, რას დაგპირდათ პოროშენკო, მაგრამ ეს ლამაზი არ არის! ეს უკრაინისთვის საზიანოა. 
 

 
 
 
 
 
.

სიახლეები

„თქვენ ევროპაში რა გინდათ?“ – მოქალაქის პროტესტი თვითმფრინავში, არალეგიტიმურ საგარეო საქმეთა მინისტრს

თქვენ ევროპაში რა გინდათ? თქვენ ხომ აზიური კურსი გაქვთ აღებული? -ამ კითხვით მიმართა მოქალაქემ...

ბიზნესმენები, რომლებმაც ოლიგარქის პარტიას ბოლო არჩევნებზე 16 მლნ ლარამდე შესწირეს – TI სიას აქვეყნებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" იმ კომპანიებისა და პირების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც "ქართულ ოცნებას"ბოლო არჩევნების დროს პარტიას...

„ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია” – ჰერჩინსკი

საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მათ მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე საუბრობს....

“ხალხის ძალა” თვითგამოცხადებულ უმრავლესობას ტოვებს და “ოპოზიციაში” გადადის

"ხალხის ძალა" "ჯანსაღი ოპოზიციის არსებობისთვის" ხელშესაწყობად, "ოპოზიციაში" გადადის- განცხადება ამის შესახებ თვითგამოცხადებულმა დეპუტატმა გურამ...