მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმავთულხლართები ბავშვსა და სკოლას შორის - ბარიერი განათლების მშობლიურ ენაზე მიღების გზაზე

მავთულხლართები ბავშვსა და სკოლას შორის – ბარიერი განათლების მშობლიურ ენაზე მიღების გზაზე

Published on

მას შემდეგ რაც ხურჩა-ნაბაკევის ე.წ გადასასვლელი პუნქტი გადაიკეტა,  უცნობია შეძლებენ თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები  ბავშვები სწავლის გაგრძელებას ზუგდიდის საზღვრისპირა სოფლების სკოლებში
 
 სოფელ კოკის სკოლაში, სადაც  სასწავლებლად ყოველწლიურად ათეულობით ბავშვი გადმოდიოდა აქამდე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად შეძლებენ ისინი  ამას წელს, მას შემდეგ, რაც ხურჩას საკონტროლო გამშვები პუნქტი დაიხურა და მავთულხლართებით არის გამიჯნული საზღვრის მთელი პერიმეტრი.
 
,,ოდიში ნიუსის'' ჟურნალისტთან სალომე მაქაცარიასთან საუბარში ადგილობრივები აცხადებენ,  რომ ბავშვებისათვის უკვე  შეუძლებელი იქნება ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა.
 
როგორც კოკის საჯარო სკოლის მასწავლებელი აცხადებს,  სპეციალურად ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გაავლეს მავთულხლართები, რათა მოსწავლეებს არ ჰქონოდათ შესაძლებლობა განათლება ქართულ ენაზე მიეღოთ.
ასე მიაჩნია  ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურსაც.
 
ჯერჯერობით კოკის სკოლაში არც აქ მოსწავლე ბავშვებისა და მათი მშობლების განცხადება მიუღიათ სკოლიდან გასვლის შესახებ და არც იმ ბავშვების  მშობლების განცხადებები, ვინც ბავშვისპირველ კლასში შეყვანას გეგმავს. ყველაფერი სასწავლო წლის დაწყების წინ ან დასაწყისში გაირკვევა.
 
 შეგახსენებთ, სასწავლო წელი აფხაზეთში 4 სექტემბერს დაიწყო.  
 დაბალი ზონის სკოლებში სასწავლო პროცესი თანადათან რუსულ ენაზე გადადის, მასწავლებლების დიდმა ნაწილმა ბოლო წლებში და ამ ზაფხულსაც  წარმატებით გაიარა ორთვიანი კურსები რუსულენოვანი სწავლებისათვის მომსამზადებლად-.„ჯერჯერობით ზედა კლასებში ყველა საგანი ქართულად ისწავლება, თუმცა აკრძალულია ქართულად დაბეჭდილი გეოგრაფია და ისტორია.“-  ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების მინისტრის  დიმიტრი გვარამიას  განცხადებაში
 
პირად საუბრებში აფხაზეთში მომუშავე პედაგოგებიც ადასტურებენ, რომ  ოფიციალური მოთხოვნაა ბავშვებს რუსული წიგნებით ასწავლონ, თუმცა  ისინი  მაინც ახერხებენ, მოსწავლეებს ქართული,  გეოგრაფია და  ისტორია მშობლიურ ენაზე ასწავლონ,  რაც დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.
ადგილობრივები შიშობენ, რომ საოკუპაციო რეჟიმი საბოლოო მიზანს უახლოეს 5 წელიწადში მიაღწევს და აფხაზეთში მოქმედი ყველა სკოლა რუსულენოვანი გახდება.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...