სამხრეთ კორეაში ამერიკული ანტისარაკეტო კომპლექსების განლაგების წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა

0
409
სამხრეთ კორეაში ამერიკული ანტისარაკეტო კომპლექსების განლაგების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციასთან შეტაკება მოხდა. დაშავდა ათეულობით ადამიანი. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დემონსტრანტების ნაწილი სამართალდამცველებს თავს დაესხა. ზოგიერთმა მათგანი კი ხელბორკილებით სამხედრო ტექნიკას მიეჯაჭვა. შეტაკებების შედეგად, დაშავდნენ აქტივისტები და პოლიციელები. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე დამატებით ოთხი ამერიკული ანტისარაკეტო კომპლექსის განთავსების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. ეს ნაბიჯი სეულმა ფხენიანის მიერ ჩატარებული რიგით მეექვსე ბირთვული ცდის საპასუხოდ მიიღო
წინა სტატიანატო რუსეთს მოუწოდებს, წვრთნების დროს საერთაშორისო ვალდებულებები დაიცვას
შემდეგი სტატიახორცპროდუქტებზე ახალი რეგულაციები წესდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური