ლაგოდეხის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიას ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაუჩნდა. ჭერის გარდა დაზიანებულია იატაკი, ხალიჩები, ხატების დიდი ნაწილი. მიზეზი ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ იქ მყოფი სასულიერო პირები და მოსახლეობა ვარაუდობენ, რომ დენის მოკლე ჩართვა მოხდა და იქიდან გაჩნდა ცეცხლი. თვითონ ეკლესიის შენობა მეტი წილი ხისაა.თვითმხილველთა თქმით, ცეცხლი და დაკვამლიანება ეკლესიის შიგნით სწრაფად გავრცელდა,ადგილზე მობილიზებული იყო ლაგოდეხის სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
ინფორმაცია ოდიშინიუსს ლაგოდეხის ტელევიზიამ მიაწოდა.