სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აგვისტოში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულ შემოწირულებებზე ინფორმაციას აქვეყნებს.აგვისტოში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 4,869,215.92 ლარი შეადგინა.2017 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი შემოწირულება – 4,555,993.00 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ 287,440 ლარით, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი მესამე ადგილზეა 9,770 ლარის შემოწირულებით.აგვისტოში 7000 ლარი მიიღო „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – გირჩი“, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიღებული აქვს 5,330 ლარი.ივლისის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემოწირულება, დაახლოებით 1 270 000 ლარი „ქართულ ოცნებას“ აქვს. 36 235 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო „ევროპულმა საქართველომ“. „ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ“ შემოწირულობის სახით 11 092 ლარი მიიღო, „გირჩმა“ – 8 300 ლარი; ალექსანდრე ელისაშვილის საარჩევნო ფონდმა – 3 120 ლარი; „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 102 ლარი; „რესპუბლიკურმა პარტიამ“ – 20 ლარი. სულ, საარჩევნო სუბიექტების შემოწირულებამ ივლისის თვეში 1 329 337,50 ლარი შეადგინა.
სიახლეები
სიახლეები
ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...
სიახლეები
საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...
სიახლეები
“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...
მსოფლიო
უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს
გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...