მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯუთასა და ყარაჯალაში ისევ ხანძარია, შილდაში ცეცხლი ჩააქრეს, ართანასა და ხახაბოში...

ჯუთასა და ყარაჯალაში ისევ ხანძარია, შილდაში ცეცხლი ჩააქრეს, ართანასა და ხახაბოში ვერტმფრენები მუშაობენ

Published on

ჯუთაში ისევ ხანძარია. გუშინ გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს, თუმცა დღეს ახალი კერა გაჩნდა. ცეცხლი ბალახს უკიდია,  ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობაზეა იგი გავრცელებული, თუმცა რადგან ეს ალპური ზონაა, ცეცხლის ლოკალიზება რთული არ არის.   ადგილზე  მობილიზებულები არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. 
 
დღეს დილით ხანძარი  გაჩნდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში  ცეცხლი ბალახს ეკიდა, ხანძრის შედეგად 1500 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა.  ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია,  სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველთა 5 ჯგუფი იყო ჩართული.
 
საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ხანძარი შილდის ტყეში, თითქმის, სრულად ჩააქრეს,  ხოლო ართანასთან და  ხახაბოსთან მდებარე ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრებს ცოცხალ ძალასთან ერთად ჯერ ისევ ებრძვის  ავიაცია – საქართველოს 2 და ირანის კუთვნილი 2 ვერტმფრენი, ხანძრის ნაწილი ლოკალიზებულია. 
 
„ართანის მიმართულებით დაკვამლიანების და ცეცხლის რამდენიმე წყაროა. იქ დილიდან  ვერტმფრენები მუშაობენ.  საკმარისი რაოდენობით ცოცხალი ძალა მისულია ცეცხლთან და ქვემოდან ამუშავებენ. გარდა ამისა, ვერტმფრენის მეშვეობით სოფლის ზემოთ გადავსხით დესანტი, რომ ცეცხლის გავრცელების არეალი ზემოდანაც შეეზღუდათ. რაც შეეხება თუშეთის მიმართულებას, ამჟამად ვერტმფრენი ცეცხლის ქრობის სამუშაოს ასრულებს, მანამდე მაშველები გადაჰყავდა, იმიტომ, რომ სხვანაირად თუშეთში ასვლას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა. ცოცხალი ძალის ცეცხლთან მიყვანა ხანდახან უფრო მეტად მნიშვნელოანია, ვიდრე ზემოდან წყლის დასხმა“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
 
 

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...