დღეს კიევში პრეზიდენტ საააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი დააკავეს

0
481
დღეს კიევში პრეზიდენტ საააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი დააკავეს. – ინფორმაცია ამის შესახებ ,,ვესტიმ'' გაავრცელა.
უკრაინის შსს ხელმძღვანელის ავაქოვის ყოფილი მრჩეველი ილია კივა კი ამტკიცებს, რომ დავით სააკაშვილი დაექვემდებარება დეპორტაციას, რამდენადაც  უკრაინაში ყოფნის უფლების დამადასტურებელ მის დოკუმენტს   ვადა გაუვიდა.
,,სულ ახლახან  საიმიგრაციო სამსახურმა და პოლიციამ უკრაინაში ყოფნის რეჟიმის დაღვევისათვის დააკავა  უკრაინის მოქალაქეობის არმქონე მიხეილ სააკაშვილის ძმა,  და დეპორტაციისთვის ამზადებს  მას – განაცხადა კივამ  უკრაინის ტელეარხ 112- ის ეთერში. 
მისი  თქმით, ახლა ფორმდება დოკუმენტები და განორციელდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი მოქმედებები  სამართალდამრღვევის მიმართ. დავით სააკაშვილის დეპორტაცია მოხდება საქართველოში, რომლის მოქალაქეც ის არის.''
 
 მიხეილ სააკაშვილი კი  აცხადებს, რომ დაკავებისა და დეპორტაციის არგუმენტი აბსურდულია, რადგან მის ძმას ჰქონდა ბინადრობის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი   (посвідка)
,,დღეს დილით ავაკოვის პოლიციელებმა დააკავეს ჩემი ძმა, დავით სააკაშვილი, როცა ის კიევში სახლიდან გამოდიოდა. დაკავების შემდეგ ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. დავითი იურისტია, მას აქვს უკრაინაში ბინადრობის უფლება. ეტყობა ამ გზით ფიქრობენ ჩემზე ზეგავლენა მოახდინონ და გადამაფიქრებინონ უკრაინაში დაბრუნება…
რა ცუდად მიცნობენ, ასეთი ნაბიჯებით კიდევ უფრო ამტკიცებენ ჩემს გადაწყვეტილებას დავბრუნდე უკრაინაში და გავწმინდო იგი განუკითხაობისა და ბარიგებისგან.
ჩემი ძმის დაკავების პარალელურად დასავლეთ უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე გაგზავნილია მობილური ჯგუფები კიევიდან, რადგან ადგილობრივ მესაზღვრეებს არ ენდობიან. მობილურ ჯგუფებში შედიან ყოფილი ბერკუტელები. მათ მიცემული აქვთ დავალება, რომ ხელი შემიშალონ შემოვიდე და ავიღო პასპორტი…
ვნახოთ ვისი აჯობებს, შევხვდებით საზღვარზე!
ჩემი ძმა აი ამ მანქანით წაიყვანეს'' – წერს მიხეილ საკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე. 
 

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების რეაქციას, უკრაინაში საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს საელჩოსთვის ჯერ არავის მიუმართავს.საელჩომ ინფორმაცია მედიიდან მიიღო და ახლა მას ამოწმებს.
”არსებობს წესები. როცა რაღაც ხდება საელჩოს ატყობინებენ ამის შესახებ და ეს არის ოფიციალური დასტური. ჩვენ გავეცანით ამ ინფორმაციას მედიაში. ვამოწმებთ ჩვენი არხებით, თუ რამდენად შეესაბამება ის სიმართლეს. საელჩოსთვის ამ ეტაპზე არავის მოუმართავს”, – განაცხადა გელა დუმბაძემ.

 
 
 
 
 
 
წინა სტატიათემურ ჯანაშია მოდულშია დაბარებული
შემდეგი სტატიადავით სააკაშვილის დაკავებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური აქტი იყო – აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური