საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებამდე ევროპის რამდენიმე ქვეყანას ვიზიტით ეწვევა.

0
445
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებამდე, რომელიც 10 სექტემბრისთვის აქვს დაგეგმილი, ევროპის რამდენიმე ქვეყანას ვიზიტით ეწვევა. „მე უკრაინაში დასაბრუნებლად ვემზადები. უახლოეს დღეებში რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ვეწვევი. კოპენჰაგენში მივემგზავრები, სადაც" ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდიუმის სხდომაში მივიღებ მონაწილეობას და ევროპელ პოლიტიკოსებს შევხვდები. არ გამოვრიცხავ, რომ ბრიუსელშიც გავფრინდე ევროპარლამენტარებთან შესახვედრად“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხ Newsone-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, 10 სექტემბერს ის კანონიერად და ლეგალურად გადაკვეთს უკრაინის საზღვარს კრაკოვეცის გამშვები პუნქტიდან. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლება სამ სცენარს ამზადებს მის დაბრუნებასთან დაკავშირებით.„უკრაინის ხელისუფლება სამ სცენარს ამზადებს. საზღვარზე ჩემი არ შეშვება, პასპორტის წართმევა და პოლონეთში გაძევება; უკრაინაში ჩემი შეშვება, შემდეგ რაიმე მიზეზით დაკავება და საქართველოში ექსტრადირება, ან კიდევ საზღვარზე რაიმე არეულობის მოწყობა. არის მუქარებიც, თუმცა ჩვენ ამის არ გვეშინია. ბევრი ხალხი მოვა“, – დასძინა სააკაშვილმა. 
წინა სტატიადონალდ ტრამპი ფხენიანთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიაშავი ზღვის სანაპიროს აჭარის რეგიონში საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური