მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კრიზისების საბჭოს სტრუქტურის განახლებაზე და სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტიანობის ამაღლებაზე იმსჯელა.ამ განცხადებას "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გამოეხმაურა. მან კრიზისების მართვის საბჭო "სახელმწიფოს ტანზე არსებულ წურბელას" შეადარა. ამის შესახებ სააგენტო ipn-ი წერს."პრემიერმინისტრის დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორი, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებულია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ცვლილებები სწორად განხორციელდება იმიტომ, რომ არ მესმის, როგორ არ მოიხსნა პირველივე დღეს მინდია ჯანელიძე", – თქვა ბერძენიშვილმა."კრიზისების მართვის საბჭო, რომელსაც მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს, არის მუწუკი, წურბელა სახელმწიფოს ტანზე იმიტომ, რომ აბსოლუტურად არაფერს აკეთებს. არც ტექნიკა აქვს, არც მომზადებული კადრები ჰყავს, ხელმძღვანელი როგორი მძინარაც არის, ყველამ იცის – ყველამ ჩაასწრო სტიქიის ადგილზე. „ფე-ეს-ბეს“ კადრია, რუსეთის აგენტია, მაგრამ რუსეთმა ისიც კი არ დაავალა, რომ კარგი აგენტი იყოს, მომზადებული იყოს და რაღაცაში მაინც ერკვეოდეს. ამიტომ, ყველანაირი სტრუქტურული ცვლილება, თუ ხელმძღვანელი იგივე დარჩება, იქნება უაზრობა. თავისთავად, ბორჯომში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს სამსახური უნდა არსებობდეს და უნდა იყოს ძალიან სერიოზულად მომზადებული – პრემიერი რომ აქრობდა ხანძარს, ეს არ იყო სწორი. შრომის გადანაწილება არ გაკეთდა სწორად. მთავრობას ეჭირა ხელში ბარი და თვითონ იყო მეხანძრე. სინამდვილეში, ასე არ უნდა იყოს, უნდა არსებობდეს სამსახური, რომლებიც უნდა აქრობდეს ხანძარს და ასევე უნდა აკეთებდეს პრევენციას – წინასწარ უნდა იცოდეს, სად რა შეიძლება მოხდეს. საქართველოს, რომელიც ხანძარსაშიში ქვეყანაა, როგორ შეიძლება შვეულმფრენები და თვითმფრინავები არ ჰყავდეს?", – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
სიახლეები
საზოგადოება
დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...
საზოგადოება
სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...
სიახლეები
ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება
ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...
სიახლეები
EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი
EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...