მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულები გაიხსენეს

ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულები გაიხსენეს

Published on

30 აგვისტოს მსოფლიო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, ე.წ კომბინატის დასახლებაში, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან ღონისძიება გაიმართა. ადგილზე შეკრებილებმა დაკარგული ოჯახის წევრები გაიხსენეს, მონუმენტი გვირგვინით შეამკეს და სანთლები დაანთეს. მემორიალთან დღეს ადგილობრივი ხელისუფლების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის და საერთაშორისო საზოგადოების იმყოფებოდნენ.
 
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახური კომიტეტის წარმომადგენლის თქმით, ხშირად იმისთვის იკრიბებიან, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების მეტი დაახლოება და ერთმანეთისთვის პრობლემების გაზიარება მოხდეს. ნანა ხარაიშვილის განცხადებით, მზად არიან აღნიშნული საქმიანობა მომავალშიც გააგრძელონ.
 
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელი, ნანა გულორდავა ამბობს, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის. მისივე თქმით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 370 ნეშტი იპოვეს, აქედან 100 უკვე ოჯახებს გადაეცათ.
 
30 აგვისტო, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან, ხოლო საქართველოში – 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს.
 
საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2 300-ზე მეტი პირი დღემდე დაკარგულად ითვლება.
 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...