დემირელის სახელობის სკოლა დაიხურა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო. განათლების სამინისტროს სკოლების ავტორიზაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გია მურღულიას ინფორმაციით, დემირელის სკოლას 3 მიმართულებით ჰქონდა ხარვეზი, მათ შორის ყველაზე მწვავე იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ქმედებები. კერძოდ, გია მურღულიას განცხადებით, ერაყიდან თუ ირანიდან ჩამოსულ მოსწავლეებს ხშირად ერთ დღეში შეეძლო სხვადასხვა გამოცდის ჩაბარება, რაც წარმოუდგენელია. გია მურღულია დემირელის სკოლის საქმიანობაში თაღლითობის ნიშნებსაც ხედავს.„უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ზოგჯერ ერთ დღეში მიიღებდნენ სკოლაში, შექმნიდნენ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. მოსწავლეები ერთ დღეში 6-7 გამოცდას ჩააბარებდნენ როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ფიზიკასა და ქიმიაში, ისტორიასა და ბიოლოგიაში. ეს არის ენით გაუგონარი და უთქმელი დარღვევა, გარდა ამისა, ნამდვილად ახლავს ამას თაღლითობის ნიშნები“, – განაცხადა გია მურღულიამ.
თბილისში დემირელის სახელობის სკოლა დაიხურა
სიახლეები
სიახლეები
ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება
ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...
სიახლეები
EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი
EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...
სიახლეები
საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი
5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...
სიახლეები
თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...