მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში დემირელის სახელობის სკოლა დაიხურა

თბილისში დემირელის სახელობის სკოლა დაიხურა

Published on

დემირელის სახელობის სკოლა დაიხურა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო. განათლების სამინისტროს სკოლების ავტორიზაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გია მურღულიას ინფორმაციით,  დემირელის სკოლას 3 მიმართულებით ჰქონდა ხარვეზი, მათ შორის ყველაზე მწვავე იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ქმედებები. კერძოდ, გია მურღულიას განცხადებით, ერაყიდან თუ ირანიდან ჩამოსულ მოსწავლეებს ხშირად ერთ დღეში შეეძლო სხვადასხვა გამოცდის ჩაბარება, რაც წარმოუდგენელია. გია მურღულია დემირელის სკოლის საქმიანობაში თაღლითობის ნიშნებსაც ხედავს.„უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ზოგჯერ ერთ დღეში მიიღებდნენ სკოლაში, შექმნიდნენ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. მოსწავლეები ერთ დღეში 6-7 გამოცდას ჩააბარებდნენ როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ფიზიკასა და ქიმიაში, ისტორიასა და ბიოლოგიაში. ეს არის ენით გაუგონარი და უთქმელი დარღვევა, გარდა ამისა, ნამდვილად ახლავს ამას თაღლითობის ნიშნები“, – განაცხადა გია მურღულიამ. 

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...