ზუგდიდის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

0
454
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანი ბავშვის მდომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.  ის გუშინ, ზუგდიდიდან ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს და ამ დრომდე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი ნიორაძის ინფორმაციით, დღეს დილით ის მართვით სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა და ამ დროისთვის დამოუკიდებლად სუნთქავს. გიორგი ნიორაძისვე ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია და პალატაში შესულ დედასთან კონტაქტი დაამყარა. 
 
ქუთაისის ინტერვენციური  მედიცინის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელთან შედარებით დაშავებული ბავშვის მდგომარეობა არ გაუარესებულა, საერთო სურათი მაინც მძიმეა. ბავშვი ამ დრომდე ინტენსიურ მკურნალობის პროცესს გადის.
 
სამ წლამდე ბავშვი გუშინ, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. ის კლინიკაში ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა.  
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 
წინა სტატიაცოდნა წარმატებაა გადაცემა 3
შემდეგი სტატიაავარია რიკოთზე. მსხვერპლი არ არის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური