მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი, სვეტლანა ალექსიევიჩი ეწვევა

საქართველოს ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი, სვეტლანა ალექსიევიჩი ეწვევა

Published on

11 და 12 სექტემბერს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2015 წლის ლაურეატი, ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისს ეწვევა და მკითხველს შეხვდება.
 
შეხვედრა 12 სექტემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მთავარ სცენაზე გაიმართება.
 
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა 2 და 3 სექტემბერს 12:00-დან 18:00-მდე უნდა ეწვიოთ "ინტელექტის" ოფისს, სადაც უფასო ბილეთები დარიგდება. თითო ადამიანზე გაიცემა მაქსიმუმ სამი ბილეთი, თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
 
სვეტლანა ალექსიევიჩი არის ბელორუსი მწერალი, ჟურნალისტი და დოკუმენტური კინოს სცენარისტი. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 2015 წელს მიიღო. მისი წიგნების უმეტესობა დაწერილია საბჭოთა კავშირის გვიანი წლებსა და პოსტსაბჭოთა ეპოქის შესახებ. მისი ყველაზე ცნობილი წიგნებია "ომს არა აქვს ქალის სახე", "ცინკის ბიჭუნები", "ჩერნობილის ლოცვა", "სექონდ-ჰენდის დრო"

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...