მთავარისიახლეებიპოლიტიკაახმედ იმამკულიევი: ყიზილაჯლოში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების დაგეშილი ,,ტიტუშკები'' შემოგვივარდნენ

ახმედ იმამკულიევი: ყიზილაჯლოში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების დაგეშილი ,,ტიტუშკები” შემოგვივარდნენ

Published on

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და პარტიის მარნეულის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახმედ იმამკულიევი ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში უხეშ ჩარევასა და ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. 
 
გიგი უგულავას განცხადებით, ხელისუფლება "უსინდისოდ ცდილობს იმამკულიევის წინააღმდეგ კამპანიის აგორებას" გამომდინარე იქიდან, რომ ის მარნეულში სახელისუფლები კანდიდატის ძლიერი კონკურენტია.
 
"როგორც მოსალოდნელი იყო "ქართულმა ოცნებამ" მთელი ვერტიკალი ადგილობრივი ხელისუფლების, "ტიტუშკების", ძალოვნების ჩართო ახმედ იმამკულიევის წინააღმდეგ ბრძოლაში. ახმედ იმამკულიევს მთელი საქართველო იცნობს, როგორც ქვემო ქართლის ახალი თაობის რეგიონალურ ლიდერს, ადამიანს, რომელიც საუბრობს ქართულად და არის საქართველოს პატრიოტი. ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლები კი მივიდნენ იქამდე, რომ მას დააბრალეს ათასი გაუგონარი სისულელე – თითქოს ის მარნეულის "დამოუკიდებლობისთვის" იბრძვის და მსგავსი სისულეებით ცდილობენ ფონს გავიდნენ. ახმედ იმამკულიევმა ორჯერ გაიმარჯვა მარნეულში, მაგრამ ეს გამარჯვება უსინდისოდ, ძალადობით წაართვა "ქართულმა ოცნებამ". ზუსტად იგივე მანქანაა ამუშავებული დღესაც და ცდილობს, მას და "ევროპულ საქართველოს" წაართვას გამარჯვება", – განაცხადა ბრიგინგზე გიგი უგულავამ. 
 
ახმედ იმამკულიევის განცხადებით კი, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ და ხელი შეუშალეს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაში. 
 
"ვიმყოფებოდით სოფელ ყიზილაჯლოში, სადაც შემოვარდნენ ჯეიხუნ ჩოიდაროვი, კულტურის სახლის თანამშრომელი ფაიგ ოჯაევი და გამგეობის თანამშრომლის ძმა, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კეთდებოდა სოფელში და ჩვენ არ უნდა მივსულიყავით დაპირებებით. უნდოდათ პროცესი გადაზრდილიყო ფიზიკურ დაპირისპირებაში, მაგრამ თავი შევიკავეთ პროვოკაციისგან, რადგან ჩვენ არ ვიყავით სპორტის დარბაზში, ჩვენ გავაგრძელეთ ჩვენი საქმე", – განაცხადა იმამკულიევმა. 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...