,ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს, – ინფორმაციას ამის სესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით, „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძე სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული. თუმცა სუს-ში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
1992-1998 წლებში ზურაბ ნეფარიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამძებრო და საგამოძიებო სამმართველოებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. ის არის ,,ადვოკატთა კორპორაციის’’ და საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელი.
ზურაბ ნეფარიძე იყო საადვოკატო ბიურო ,, ნეფარიძე და კომპანიას“ დირექტორი.
ნეფარიძე წინა ხელისუფლების დროს თაღლითობის ბრალდებით იყო დაკავებული, "ქართული ოცნების'' ხელისუფლებამ იგი 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. მას შემდეგ თბილისელებზე ზრუნავს ქალაქის საკრებულოში.