მთავარისიახლეებიმსოფლიოთავდასხმა პატრულზე ლონდონსა და ბრიუსელში

თავდასხმა პატრულზე ლონდონსა და ბრიუსელში

Published on

წუხელ ბრიუსელსა და ლონდონში, ერთსა და იგივე დროს მოხდა თავდასხმა  სამხედროებსა და პოლიციელებზე, რომლებიც ქუჩებში პატრულირებდნენ.   

გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით ცხრის ნახევარზე ბრიუსელში, ემილია ჟაკმენის ბულვარზე, რომელიც ქალაქის ერთერთ ყველაზე ხალხმრავალ ნაწილს წარმოადგენს,  მოპატრულე  სამხედროებს მაჩეტეთი შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს,  დაჭრილია  პატრულის ორი თანამშრომელი, ერთი სახის არეში, მეორეს კი ხელები აქვს დასერილი.  თავად თავდამსხმელი, რომელიც სროლით მოიგერიეს,  მოკლულია.  იგი მძიმე დაჭრილი, უგონო მდგომარეობაში  გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა  მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  
 
 
დადგენილია, რომ იგი არის  30 წლის სომალელი მოქალაქე, რომელიც ემიგრნთა ბოლო ტალღას ჩამოყვა ბელგიაში და რანდენიმე თვეა ფეხის მოკიდებას ცდილობს.  იგი  აქამდე ტერორიზმთან კავშირში შემჩნეული არ ყოფილა, თუმცა  მედიის ინფორმაციით, თავდასხმისას ორჯერ დაიძახა  „ალაჰ აკბარ!“. ვარაუდობენ, რომ იგი მარტო მოქმედებდა.  მაგრამ ბრიუსელის მედიაში სვამენ კითხვას: თუ ეს აქტი იზილირებულია, რით აიხსნება, რომ ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ამ თავდასხმიდან ერთი საათის შემდეგ, იქვე, ერთ კილომეტრში, ისტორიული ანტიკვარების  ნაწილში – მაროლიში    პოლიციის უბნის გადაწვა სცადა. მისი დაკავება ვერ მოხერხდა, იგი მოტოციკლით დაუსხლტა დადევნებულ პოლიციელებს,  მაგრამ ადგილზე  ნაპოვნია ბოთლის ნამსხვრევები  აალებადი სითხის კვალით.   
ხელისუფლება ამ ორი ამბის შესაძლო კავშირზე კომენტარებს არ აკეთებს და საზოგადოებას ურჩევს დაელოდის ინფორმაციას, რომელიც ხვალ გასაჯაროვდება.  ბრიუსელში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს.
 
თითქმის ანალოგიურ გარემოებებს  აქვს ადგილი წუხელ ლონდონის ცენტრში მომხდარი ინცინდენტის შემთხვევაში. 
თუმცა იქ აქამდე არ არის დადგენილი, სახელდობრ რით იყო შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც ბუკინგემის სასახლესთან საბუთების შემოწმებისას გაუწია წინააღმდეგობა დაცვას –  დანით, მაჩეტეთი  თუ ხმლით. ყოველ შემთხვევაში, პოლიციელებსნ, დასერილი აქვთ ხელები,  საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. 

დანებით ბრძოლა პირდაპირ სასახლის ზღურბლზე მიმდინარეობდა, ლონდონელებს დიდად არ უნერვიულიათ სასახლის დიდი დიასახლისის გამო, რადგან, როგორც წესი, ბრიტანეთში ყველა ყოველთვის ინფორმირებულია,თუ  სად იმყოფება მოცემულ მომენტში დედოფალი ელისაბედი. ამჯერად იგი ბუკინგემის სასახლიდან 700 კილომეტრის სიშორეზე შოტლანდიურ ციხე-სიმაგრე ბალმორალში ისვენებს.

ტურისტები არ დაშავებულან. – თავდასხმა შებინდებულზე მოხდა, როცა ისინი  ძირითადად უკვე  სასტუმროებში და რესტორნებში იმყოფებიან – ,,ბუკინგემის სასახლე ისე გაჩახჩახებული არ არის, რომ მის ფონზე გადაღებული სელფები მკაფიო იყოს. ''- ასე ხუმრობენ ინგლისელებიცა და მათი სტუმრებიც.

სკოტლანდ-იარდის ცნობით, პოლიციის პატრულმა ბუკინგემის სასახლის ჭიშკართან შეაჩერა მამაკაცი, რომელიც საეჭვოდ გამოიყურებოდა, და საბუთების წარდგენა მოსთხოვა.  ჩხრეკისას მას დანა აღმოაჩნდა, რომლის ართმევის მცდელობის დროს დაისერეს ხელები პოლიციელებმა. 

თვითმხილველები განსხვავებულად გადმოსცემენ ამ ამბავს. ერთერთი მათგანი ამბობს, რომ  საეჭვო გარეგნობის  მამაკაცი   სასახლემდე მიკროავტობუსით მივიდა, საიდანაც ჩამოათრიეს კიდეც პოლიციელებმა, რადგან ჩხრეკისას მაჩეტე თუ ხმალი აღმოაჩნდა. თუმცა ეს ვერსია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ყოველ შემთხვევაში თავდამსხმელი დაკავებულია და მოუწევს განმარტოს, რა ესაქმებოდა მას ბუკინგემის სასახლესთან დანით, ხმლით თუ მაჩეტეთი.

 

 


 

 

სიახლეები

ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, -...

დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სამსახურებრივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა და გარდაიცვალა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაბათის ციხეში დაცვის პოლიციის ოთახში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით,...

გამოვლინდა 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონოდ შემოტანის მცდელობები

ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული...

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია. სოფელ ბარჯაშთან, ქვების სახით ჩამოსულმა მეწყერმა...