მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნის ახალ დასაბუთებას ეძებენ'' - აცხადებს ...

,,სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნის ახალ დასაბუთებას ეძებენ” – აცხადებს დაკითხვიდან გამოსული ნიკა გვარამია

Published on

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა. მან მოდულის შენობა ცოტა ხნის წინა დატოვა. მისი დაკითხვა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა.
 
გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნა შესრულდა და მას აცნობეს, რომ მიმდინარეობდა მის ტელეფონზე ფარული მიყურადება და ჩაწერა, თუმცა საინტერესო ვერაფერი აღმოაჩინეს
 
. „საქმის მასალები ძალიან დიდია, ამიტომ გაცნობა არც გვიცდია. გავეცანით მხოლოდ იმას, რაც საინტერესო იყო, კერძოდ განჩინებას და გარკვეულ მასალებს,“- განაცხადა გვარამიამ.
 
რუსთავი 2-ის დირექტორს გამომძიებელმა აუხსნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა რადგან საქმის მთავარი ფიგურანტი არის მიხეილ სააკაშვილი და მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები  ეკონომიკური ხასიათისაა, ამის საფუძველზე მისი ექსტრადაცია შეუძლებელია.
 
„ არ არის გამორიცხული, მას ბრალი წაუყენონ ისეთი ტიპის საქმისთვის, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას მისი საქართველოში ექსტრადირების შესაძლებლობას მისცემს. ეს ჩემი ვარაუდია, თუმცა საკმაოდ ლოგიკური და დასაბუთებული,“- განაცხადა გვარამიამ.
 
მან კომენტარი გააკეთა ასევე რუსთავი 2-ში დამონტაჟებულ კამერებთან დაკავშირებით. „რუსთავი 2-ის გარშემო დამონტაჟებულ კამერებზე ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ ახსნა-განმარტება, თუმცა პასუხი არ მივიღია. ეს კამერები მარტო გარეთ არ არის დამონტაჟებული, შიგნითაც აღმოვაჩინეთ. რუსთავი 2 არის ხელისუფლების ნომერ პირველი მტერი და მას უთვალთვალებს, სანამ ეს ხელისუფლება იქნება,“- დასძინა ნიკა გვარამიამ.   
 
 
 
 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...