მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერ მინისტრმა იცრუა. რა ხდება ქართველი ხალხის ზურგს უკან ?

პრემიერ მინისტრმა იცრუა. რა ხდება ქართველი ხალხის ზურგს უკან ?

Published on

ოფიციალურმა თბილისმა თავად სთხოვა რუსეთს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელმა  მარია ზახაროვამ. – ამ სეზონზე, რუსი მაშველების ძლერ არიან დატვირთული მთელს რეგიონში გავრცელებული ხანძრების გამო, ისინი მონაწილეობდნენ სომხეთის ტყეებში გაჩენილი დიდი ხანძრის ჩაქრობაში და ახლაც ევრძვიან ხანძარას, რომელიც  ვოლგოგრადის ოლქში სტეპში მძვინვარებს, მაგრამ იმიუხედავად ამისა, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ თბილისის თხოვნას, დავხმარებოდით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში. ამ მიზნისთვის ჩვენ გამოვყავით რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავი Ил-76. თუმცა, შემდეგ ქართულმა მხარემ მადლობა გადაგვიხადა და შეგვატყობინა, რომ ხანძრის კერები ლოკალიზებულია.. და რომ ჩვენს დახმარებას არ საჭიროებდნენ.''
აღნიშნული განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
ზახაროვას ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებასთან, რომლის თანახმად  რუსეთმა თავად გამოთქვა ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში დახმარების სურვილი, მაგრამ მისი დახმარების  საჭიროება არ დამდგარა.
თუ ზახაროვას განცხადებას ვერწმუნებით,  საქართველოს ხელისუფლებამ დახმარებისთვის სხვებთან ერთად რუსეთსაც მიმართა.
მაშ რატომ გადაიფიქრა კვირიკაშვილმა დახმარების მიღება  და რატომ დამალა, რომ მოსკოვს თხოვნით თავად მიმართა. როგორც ჩანს, იგი ქართული საზოგადოების მწავვე რეაქციამ დააფრთხო და გაუჭირდა აღიარება იმისა, რომ   ოკუპანტ ქვეყანასთან ქართველი ხალხის ზურგს უკან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 
ხანძარს ამ ეტაპისთვის გადავურჩით, მაგრამ რა მოელის ქვეყანას იმ მთავრობის ხელში, რომელიც ოკუპანტებთან  ურთიერთობების დათბობას  ისედაც ალმურში გახვეული და დანაწევრებული ქვეყნის ღირსების ხარჯზე ცდილობს?
 
 
 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...