მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრემიერი: "ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება"

პრემიერი: “ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება”

Published on

შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 
 
პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ცეცხლის კერებთან მუშაობა და ამ დროისთვის აქტიური ცეცხლის კერები ჯანმრთელი ტყისგან გამიჯნულია. 
 
„წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. წუხანდელი ღამის განმავლობაში გაჭრილია დამატებით 3 კილომეტრამდე ახალი გზა. მთლიანობაში ამ დღეების განმავლობაში 12 კილომეტრამდე გზა არის გაჭრილი. ასევე მოხდა აქტიური ცეცხლის კერების გამიჯნვა ჯანმრთელი ტყისგან. შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
 
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის ტერიტორიაზე 6 ვერტმფრენი მუშაობს და 1 500-მდე ცოცხალი ძალა გასულია აქტიური ცეცხლის ზონაში. 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...