ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა მუშაობა განაახლეს

0
391
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი ქართული, ორი აზერბაიჯანული, ორი თურქული, ერთი ბელარუსული ვერტმფრენი და ერთი თურქული თვითმფრინავია ჩართული. ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს.  ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ხანძრის მასშტაბი არ გაზრდილა. ხანძრის კერების სიმრავლის გამო, სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდება, რადგან პერიოდულად სხვადასხვა ადგილზე ჩნდება ხანძრის კერები.  მთის მასივში გზის გაყვანა და ჯანმრთელი ტყისგან ხანძრის კერების გამოცალკევება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ალავიძის თქმით, ამ დროისათვის 10 კილომეტრამდე გზაა გაყვანილი.
წინა სტატიახმაური ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის გარეპერიმეტრზე- გარემოვაჭრეების დახლები აყრილია [Video]
შემდეგი სტატიახანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში შესაძლოა, აშშ-სა და ისრაელის სპეციალური ტექნიკა ჩაერთოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური