სუპერპუმა- მიხეილ სააკაშვილი. რა ფასს ვიხდით მათი დაკარგვისა და ივანიშვილის მგლის მადის დაკმაყოფილებისათვის, დღეს ძალიან მკაფიოდ ჩანს

0
486

,,ოდიში ნიუსის'' ექსკლუზიური ინფორმაცია  ,,რამდენ ვერტმფრენს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და რატომ ძინავთ მათ პატრონთან ერთად ანგარებში და ანგარებაში, როცა ქვეყანას ცეცხლი უკიდია ?''  ამ პუბლიკაციას დართულ ასევე ექსკლუზიურად მოპოვებულ დოკუმენტთან ერთად ქართული მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ ოლიგარქიცა და მისი ხელდასმული ხელისუფლებაც ჯიუტად დუმს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ამ პუბლიკაციაშია დასმული. 

კიდევ ერთხელ გთავაზობთ ამ დოკუმენტს , როგორც ინფორმაციას განსჯისთვის
 
 
 ამ დოკუმენტთან ერთად ბევრს კითხვაზე პასუხობს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუები,  რომელიც იმ პერიოდშია  გამოქვეყნებული, როცა იგი მისთვის ჩვეული ენერგიით იბრძოდა იმისათვის, რომ სუპერპუმები ქართველის ხალხის, ქართული სახელმწიფოს კუთვნილებაში დარჩენილიყო.  ამ ბრძოლის შემადგენელი ნაწილია ინტერვიუ, რომელიც მან ქართულ მედიას მისცა 2013 წლის სექტემბერში, როცა ოლიგარქი აქტიურ მოქმედებას შეუდგა ამ ვერტმფრენების ხელში ჩაგდებისათვის. 
 
ინტერვიუ გამოქვეყნდა სათაურით ,,სააკაშვილი: ვერტმფრენები სიმწრით გამოვგლიჯეთ საფრანგეთს, რუსეთის მუქარების მიუხედავად''.
 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი სარკოზი პირადად იყო ჩართული ამ ვერტმფრენების ყიდვაში:
 
“ისევე როგორც მაშინდელი საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი და მე პირადად დავესწარი ამ ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც იყო საქართველოსთვის გარღვევა. როცა ეს მთავრობა მოვიდა, ივანიშვილმა დაიბარა ყველა და უთხრა, რომ აღარ გვინდა ფრანგული ვერტმფრენები, მოდი, გავარემონტოთ რუსული. მას აუხსნეს, რომ ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენ არ გვაძლევს მარაგ ნაწილებს და დაჯდება ძალიან ძვირი. ახლა ეს ვერტმფრენები ჩამოვიდა და ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებას, მათ შორის ვიღაც პეტერბურგელ ბიზნესმენთან, რომ ის ვერტმფრენები, რომლებიც სიმწრით გამოვგლიჯეთ, რუსეთის მუქარების მიუხედავად, საფრანგეთს, ისევ გაყიდოს საქართველომ. კაცო, რამე ახალი შემოიტანეთ და ახალი ააშენეთ, რა დანგრევაზე და გაყიდვაზე გაქვთ სულ თვალი?! საქართველოს ახლა ჰაერივით ჭირდება ვერტმფრენი. ჩვენ ვართ მაღალმთიანი ქვეყანა, ახლა ვიყავი მთაში, იქ რომ რამე მოხდეს, ერთი ვერტმფრენი არა ჰყავს, რომელიც ავა და, მაგალითად, გამოიყვანს სადმე გაჭედილ მოგზაურს ან გადაიყვანს თუნდაც ჯარის ნაწილს ან პოლიცის ნაწილს. ეს არის ჩვენი ერთადერთი შანსი და ამ ერთადერთ შანსსაც გვართმევენ. ბარემ მაშინ კრემლს გადააწყვეტინეთ ყველაფერი. რაღაზე გვქვია ჩვენ საქართველოს მთავრობა?!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
 
ფრანგული ვერტმფრენების გაყიდვის გეგმის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია 9 სექტემბერს არ დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ:
„ეს სინამდვილეს არ შეეფერება. ჩვენ ვავითარებთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებს და დარწმუნებული იყოს, როგორც პრეზიდენტი, ასევე, თითოეული მოქალაქე, რომ ჩვენი ამოცანაა გავხადოთ უფრო თანამედროვე ჩვენი შეიარაღება და ტექნიკა, მათ შორის საფრენი აპარატები“.
 
თუმცა  10 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მთავრობა მართლაც აპირებდა ამ ვერტმფრენების გაყიდვას:
 
“სამწუხაროდ, ვერტმფრენების გაყიდვა ვერ მოხერხდა. რეალიზაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო იმ ფასად, რა ფასადაც იქნა შეძენილი. საბოლოო ჯამში, თუ ვერტმფრენები არ გაიყიდება, ჩვენ იმხელა ფასდაკლების გაკეთებას არ ვაპირებთ, რომ ამით ქვეყანას ზარალი მიადგეს. შესაძლოა მოინახოს მათი დანიშნულება ქვეყნის შიგნით. ჩვენ ვერტმფრენებს ამ ფასად, ალბათ, არ შევიძენდით. სასაზღვრო ძალებისა და ასევე შიდა მოხმარებისთვის უფრო დაბალფასიანი გაცილებით მეტი ვერტმფრენის შეძენა შეიძლება. ეს არის, რაც ჩვენ დაგვხვდა და სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ, ალბათ, ამ ვერტმფრენებს ქვეყნის შიგნით მოვიხმართ.”
 
მიხეილ სააკაშვილი მთელი ძალით იბრძოდა იმ ჭორების გაფანტვისათვის, რომლის თანახმად მან ეს თვითმფრინავი  პირადი სარგებლობისთვის შეიძინა, და აცხადებდა, რომ ამ თვითმფრინავით ამ დროისათვის უკვე  საქართველოს მაშინდელი პრემიერიივანისვილი  სარგებლობდა. 
 
“გახსოვთ, რა ამბავი ჰქონდა ატეხილი ივანიშვილს და სხვებს იმ თვითმფრინავით, რომლითაც მე დავფრინავდი. თვითონაც ჩასკუპდა ახლა ამ თვითმფრინავში, დაფრინავს  ყველა ოფიციალურ ვიზიტზე და ეს როგორ აიხსნება? თვითონ აღარ უქმნის დისკომფორტს თვითმფრინავის არსებობა, სალონი, მარკა თუ როგორ არის? და ამ თვითმფრინავის ფონზე რომ იძლევა ამაყად ინტერვიუებს, ეს როგორ აიხსნება? ამიტომ ყველა ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. დაანებეთ თავი იმას, რაც არის და გააკეთეთ რამე ახალი. გააგრძელეთ უკეთესის შექმნა, უკეთესის შენება და შემოტანა. ეს ჩემი რჩევა მათთან.”
 
აღნიშნულ საკითხზე განმარტება გააკეთა ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ, რომელმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის იგივე შინაარსის განცხადებას უპასუხა:
 
“ანდრო ბარნოვმა გააკეთა განცხადება, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაფრინავს იმავე თვითმფრინავით, რითაც მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობდა და თითქოს ეს თვითმფრინავი, თავის დროზე, შეისყიდა საქართველოს პრეზიდენტმა. ბატონი ბარნოვის განცხადება კვლავ აგებულია მცდარ ინფორმაციაზე და არ შეესაბამება სიმართლეს. თვითმფრინავი, რომელზეც საუბრობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, არის არა სახელმწიფო, არამედ კერძო კომპანიის – „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ საკუთრება და მის მომსახურებას ეწევა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეიზი“. ამ თვითმფრინავით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ კერძო პირს. მინდა განვმარტო, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უცხოური კომპანიების მომსახურებით და სხვა თვითმფრინავით სარგებლობს. თანაც ის ამ მომსახურებას იღებს საკუთარი ფინანსებით და არა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. რაც შეეხება თვითმფრინავს, რომელზეც განცხადებაში მიანიშნა ბატონმა ბარნოვმა, ამ თვითმფრინავით სარგებლობა პრემიერ-მინისტრს, როგორც კერძო პირს, მხოლოდ ორჯერ მოუწია და ამ მომსახურების ღირებულებაც დაფარა საკუთარი ფინანსებით და არა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე“. 
 
დღეს  პუმა  ავიასერვისის მფლობელობაშია, აბიასერვისი კი  ივანიშვილის კომპანიაა, მისი ოჯახისა  ( დეტალურად ეს ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ,,ოდიში ნიუსის'' ზემოთხსენებულ პუბლიკაციაში)
 
დასასრულ დავძენთ, რომ ევროკოპტერი ,,სუპერ პუმა'' ფრანგული წარმოების ვერტმფრენია, რომელიც გამოიყენება, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დანიშნულებისთვის, მათ შორის მაღალმთიან ზონაში თუ დაბლობში გავრცელებული მასშტაბური ხანძრების  საწინააღმდეგო მოქმედებაში.   მისი საცალო ფასი 15-დან 18 მილიონ დოლარამდეა.
 
რა ფასს ვიხდით პუმის დაკარგვისა და ივანიშვილის მგლის მადის დაკმაყოფილებისათვის, დღეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. 
 
რაც შეეხება მიხეილსააკაშვილს, ამ დღეებში სულ უფრო მეტი ადამიანი, ვინც მაშინ გულგრილად ან  ნიშნის მოგებით აკვირდებოდა პუმების ისტორიას , გულწრფელად  წუხს: ,,ეჰ, სად არის ახლა მიშა''
წინა სტატიაადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატია„ლენდოს“ დაყაჩაღებისთვის დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ ყაჩაღობა სხვა პირმა ჩაიდინა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური