კიდევ ერთხელ ,,ქართული ოცნების” ტყუილზე, რომლის თანახმად ხელისუფლებამ აგვისტოს ომში ქვეყანა დატოვა

0
506
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გამოაქვეყნა 2008 წლის 7-14 აგვისტოს, ხელისუფლების ყოფილი წევრების ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლის ნუსხა, რომელიც  პარლამენტის არქივში ინახება
 
სიის მიხედვით ირკვევა:
 
პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქვეყანაში 8 აგვისტოს დაბრუნდა.
 
გიგა ბოკერია საქართველოში 9 აგვისტოს დაბრუნდა, გასვლის თარიღი მითითებული არ არის.
 
ნინო კალანდაძე ასევე ქვეყანაში შემოვიდა 10 აგვისტოს, ქვეყნიდან მომდევნო გასვლის თარიღი კი სიაში მითითებული არ არის.
 
დავით ბეჟუაშვილი ქვეყნიდან 7 აგვისტოს გავიდა და შემოვიდა 11 აგვისტოს, ხოლო 15 აგვისტოს კვლავ გავიდა წითელი ხიდიდან.
 
ეკა ტყეშელაშვილი ქვეყნიდან გავიდა 13 აგვისტოს და დაბრუნდა 15-ში.
 
ბაკურ კვეზერელი 9 აგვისტოს დაბრუნდა ქვეყანაში. ბეჟან ხურციძემ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა 7 აგვისტოს, შემოსვლის თარიღი სიაში მითითებული არ არის.
 
რომან მარსაგიშვილი ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს, შემოსვლის თარიღი კი უცნობია. მერაბ სამადაშვილი სადახლოს გავლით ქვეყნიდან 12 აგვისტოს გავიდა და იმავე დღეს დაბრუნდა.
 
გიორგი ღვინიაშვილი ქვეყანაში ვალეს გავლით 11 აგვისტოს დაბრუნდა, თუმცა როდის გავიდა ქვეყნიდან, უცნობია.
 
კობა ნაყოფია ქვეყნიდან გავიდა 7 აგვისტოს, ქვეყანაში შემოსვლის თარიღი კი მითითებული არ არის. დეპუტატი ირაკლი ქავთარაძე ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს, შემოსვლის თარიღი უცნობია.
 
დიმიტრი გვინდაძე ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს და დაბრუნდა 10 აგვისტოს. ალექსანდრე ხეთაგური ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს წითელი ხიდის გავლით, შემოსვლის თარიღი სიაში არ არის მითითებული.
 
კანდიდ კვიციანი ქვეყნიდან გავიდა 7 აგვისტოს, 11 აგვისტოს კი დაბრუნდა. კობა სუბელიანი საქართველოში დაბრუნდა 10 აგვისტოს.
 
ნიკოლოზ რურუა ქვეყანაში შემოვიდა 10 აგვისტოს, წითელი ხიდის გავლით. გიორგი მელაძე ასევე საქართველოში შემოვიდა 9 აგვისტოს.
 
მარიკა ვერულაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა 7 აგვისტოს. დილარ ხაბულიანი ქვეყნიდან 8 აგვისტოს გავიდა, შემოსვლის თარიღი კი მითითებული არ არის.
 
გიგი წერეთელი 7 აგვისტოს გავიდა ქვეყნიდან, 9 აგვისტოს კი დაბრუნდა.
 
სიაში ორი გიორგი თარგამაძეა მითითებული. მათ სხვადასხვა პირადი ნომერი აქვთ. გიორგი თარგამაძე პირადი ნომრით 01005002431 ქვეყაში შემოვიდა 10 აგვისტოს, ხოლო მეორე გიორგი თარგამაძე პირადი ნომრით 01024011110 ქვეყნიდან გავიდა 7 აგვისტოს და დაბრუნდა 8 აგვისტოს.
 
სიაში არ არის პრეზიდენტი სააკაშვილი, სად იყო იგი, ქვეყანა ხედავდა.
 
,,ეს ის სია არ არის, რომლის მიხედვითაც გამოდის, რომ არავის ქვეყანა არ დაუტოვებია? მეგონა რამე სხვა სიასთან ქონდა წვდომა სესიაშვილს.'' – უბრალოდ და მარტივად წერს კომენტარებში ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი,  მაგრამ ამის აღიარება ამდენი ტყუილის შემდეგ ძნელად ემორჩილება სიცრუის აღიარებას დღევანდელი ხელისუფლებისა და მისი მომხრეების მხრიდან. საინტერესოა, რისი იმედით აქვეყნებს ირაკლი სესიაშვილი სიცრუეში თავისივე ხელისუფების მამხილებელ  ამ დოკუმენტს. სინდისმა გაიღვიძა  თუ ,,ოცნების'' ამომრჩევლის უკრიტიკო და ბრმა მხარდაჭერის იმედი აქვს? 
 
 
წინა სტატიადღეს უკრაინის სახელმწიფო დროშის დღეა. სოფიის მოედანზე დროშა ქართველმა პოლკოვნიკმა აღმართა
შემდეგი სტატიასასკოლო ჟურნალების დარიგება საქართველოს მასშტაბით დასრულდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური