მთავარისიახლეებისაზოგადოებამათრახისა და თაფლაკვერის რუსული პოლიტიკა ხანძრის გაჩენად და ხანძრის ჩაქრობაში დახმარებად...

მათრახისა და თაფლაკვერის რუსული პოლიტიკა ხანძრის გაჩენად და ხანძრის ჩაქრობაში დახმარებად ტრანსფორმირდება?

Published on

"რაც შეეხება რუსული მხარის დახმარებას, ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა დავიცვათ ამ სტიქიისგან, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ვერსია და ვარიანტი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსულმა მხარემ გამოთქვა დახმარების მზადყოფნა, უბრალოდ ამ დამხარების პირობებში არ გახდა ეს დახმარება საჭირო. უბრალოდ ჩვენ ამ ძალებით ყველაფერს აუვალთ" – ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი დამატებით დაეხმარებიან ვერტმფრენებითა და სახანძრო მანქანებით.
 
"შტაბის ყველა კომპონენტი ყველა შემადგენელი ინსტიტუცტი მუშაობს ერთმანეთთან შეთანხმებულად, მთელი გუშინდელი ღამის განმავლობაში, დღევანდელ დღესაც, უნდა ითქვას, რომ მუშაობ დაიწყო 2 დღის წინ, ცეცხლი ჩაქრობილი იყო, შემდეგ ამოვარდნილმა ქარმა ახლიდან გააღვივა. ჩვენ შეგვიძლია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რმდენად ჩქარა მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, პირველი დახმარება მივიღეთ აზერბაიჯანისგან, ეს არის ვერტმფრენი და ასევე სახანძრო მანქანები, რომლებიც ახლა გზაშია და ვერტმფრენი რომელიც მთელი დღეა მუშაობს. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება თურქეთისგან, 2 ოვერთმფრენი უკვე ბათუმშია და ცოტახანშიუ ჩამოვა და ჩერთვება სახანძრო ოპერაციაში. ასევე დღეს, დღის ბოლოს ჩამოფრინდება ძალიან მოცულობითი დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან. მიუხედავად იმისა რომ თვითონ აქვთ ეს რპობლემა თურქეთის პრემიერმინი9სტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება.
 
მინდა ასევე ვთქვა სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება მთელი რიგი ეკიპაჟები მოემართებიან. ასევე საკმაოდ დიდი ძალა მობილიზებული. მე ვფიქრობ რომ მოსახლეობისთვის არანაირი საფრთხე არ არის, უბრალოდ ქარზე და ბუნებრივ პირობებზე იქნება დამოკიდებული რამდენად მალე შევძლებთ ხანზრის ლოკალიზებას და ჩაქრობას. ამას გარდა მინდა ვტქვა, რომ ოპერაციებში ცართულია როგორც სამაშველო სამსახური, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცები, ასევე ჩართულია სატყეო დეპარტამენტი და მოხალისეთა მობილიზების საჭიროება არ დგას", – განაცხადა პრემიერმა. 

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...