მთავარისიახლეებისაზოგადოებაელჭექის გამო ქუთაისი - მემინგენის რეისები ორივე მიმართულებით შეფერხდა

ელჭექის გამო ქუთაისი – მემინგენის რეისები ორივე მიმართულებით შეფერხდა

Published on

 ქუთაისი – მემინგენის რეისი, რომელიც გუშინ 19:17 საათზე გაფრინდა   ქუთაისიდან შეფერხდა –  თვითმფრინავი   მიუნხენში დაფრინდა. მგზავრები ამ დრომდე მიუნხენში რჩებიან. ასევე გაუქმდა  ავიარეისი, რომელიც გუშინ გერმანიის ქალაქ მემინგენიდან ქუთაისის მიმართულებით  20:50 საათზე  უნდა შესრულებულიყო, იგი 24 აგვისტოსთვის არის გადატანილი.  
როგორც  ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში აცხადებენ,  რეისის გაუქმების მიზეზი უამინდობა- ძლიერი ელჭექი იყო და მგზავრებს უახლოეს დროში შესთავაზებენ ალტერნატიულ რეისებს.
 
 მემინგენიდან ქუთაისის მიმართულებით გაუქმებული ავიარეისის ერთ-ერთმა მგზავრმა ,,ინტერპრესნიუს'' განუცხადა, რომ  ავიარეისის გაუქმების შემდეგ მგზავრები უყურადღებოდ, ყველანაირი ინფორმაციის გარეშე იმყოფებოდნენ აეროპორტში. 
 
”მემინგენიდან მივდიოდით გუშინ, ქუთაისის მიმართულებით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შეგვამოწმეს, ბეჭედი ჩაგვირტყეს და ველოდებოდით ჩასხდომას. 15 წუთში გავიგეთ, რომ თვითმფრინავი იგვიანებდა ნახევარი საათით და ჩასხდომაც შესაბამისად გადაწიეს. შემდეგ ისევ გადაწიეს 1 საათით და ბოლოს საერთოდ მოგვიხსნეს, მიზეზი კი უცნობი იყო. გვითხრეს ქვემოთ ჩაბრძანდით და იქ გეტყვიანო. ქვემოთ რომ ჩავედით, პასპორტში ჩარტყმული ბეჭდები გადახაზეს. ამის მერე უშედეგოდ ვუცდიდით, რა არ ვცადეთ, ვის არ დავურეკეთ. ამასობაში დაღამდა და აეროპორტიც დაიხურა.
დაახლოებით ღამის 3 საათზე გავიგეთ, რომ  თვითმფრინავი, რომლითაც უნდა წავსულიყავით, უამინდობის გამო მიუნხენში დაჯდა და იქიდან საქართველოში გადაფრინდა მგზავრების გარეშე. აქ გვეუბნებოდნენ, ეს ჩვენ არ გვეხებაო, რადგან არ ჰყავთ ”ვიზ ეარის” წარმომადგენელი. 

 
ქუთაისის აეროპორტში ადასტურებენ, რომ გაუქმებული ავიარეისის მგზავრები ეტაპობრივად სხვადასხვა ქალაქიდან გამოემგზავრებიან საქართველოში, თუმცა  ეს დიდი შეღავათი არ არის აეროპორტში დაღცენილი მგზავრებისათვის. 
დიდი ბრძოლის შემდეგ  მივიღეთ პასუხი, რომ  24 აგვისტოს გადაგვიტანეს ფრენა დორტმუნდიდან.  აქედან უზრუნველგვყოფენ მხოლოდ ავტობუსით აეროპორტამდე, იქ კი 3 დღე უნდა დავყოთ და სად უნდა წავიდეთ არ ვიცით. ბევრმა  ბილეთები გადაგცვალა –  ზოგი მილანში წავიდა, ზოგი ბერლინში, ჩვენ კი , ვინც ეს ვერ შევძელით, ვართ ასე , გაურკვეველ სიტუაციაში განაცხადა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ერთ-ერთმა მგზავრმა გვანცა ხეცურიანმა.
 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...