მთავარისიახლეებისაზოგადოებაისნის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ

ისნის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ

Published on

ისნის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. ამ დროის მონაცემებით, ჯამში 38 ჯიხურია დამწვარი. ისნის ბაზრობაზე გაჩენილი ცეცხლის ლიკვიდირებას რამდენიმე საათი დასჭირდება.განადგურებული ქონება და სავაჭრო ობიექტები კი დაზღვეული არ იყო. მოვაჭრეები პასუხისმგებლობას ადმინისტრაციას აკისრებენ.ისინი არიან უსაფრთხოებაზე, ჩვენ ვართ ვუხდით ხელფასს, ისინი თითქმის ჩვენი დაქირავებული არიან. 360 ლარი არის ყოველთვიური გადასახადი თითოეულ მაღაზიაზე. ადმინისტრაციამ უნდა აანაზღაუროს, როცა პასუხისმგებელი ხარ, რომ მახდევინებ დაცვის ფულს,“ – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.ბაზრობის ხელმძღვანელობის განცხადებით კი, ობიექტები თავად მეწარმეებს უნდა დაეზღვიათ. ბაზრის ხელმძღვანელობასა და დაზარალებულ მოვაჭრეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სწორედ ამ საკითხს მოჰყვა. თბილისის ისნის რაიონის გამგებელი ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენას ელოდება და აცხადებს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ „ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შევძლებთ, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს“.ისანში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა და მის ჩაქრობაში 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...