მთავარისიახლეებისაზოგადოებასაიას ზუგდიდის ოფისი მოუწოდებს მერიას არ დაუშვან დისკრიმინაცია ბოტანიკურ ბაღში შემსვლელთათვის ტარიფის...

საიას ზუგდიდის ოფისი მოუწოდებს მერიას არ დაუშვან დისკრიმინაცია ბოტანიკურ ბაღში შემსვლელთათვის ტარიფის დაწესებისას

Published on

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი იქნება. ბაღის რეაბილიტაციის შემდეგ უფასოდ მხოლოდ ის პირები შევლენ, რომლებიც უკვე წლებია, ბაღში ვარჯიშობენ.ამის შესახებ ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაია ღუბელაძემ, „ფორტუნას“ ექსკლუზიურად განუცხადა.„ბოტანიკურ ბაღში შესასვლელად ფასის დიფერენცირება ბაღის ადმინისტრაციის პრეროგატივაა. ამ ეტაპზე უცნობია, მოსახლეობას რა დაუჯდება ბაღში შესვლა. თუმცა, წინასწარი ცნობით, ფასები განსხვავებული იქნება ბავშვებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის. ბაღში შესვლა უფასო, სავარაუდოდ, დილის 7-დან 10 საათამდე პერიოდში მხოლოდ იმ პირებისთვის იქნება, რომლებიც უკვე წლებია, ბოტანიკურ ბაღში რეგულარულად ვარჯიშობენ,“ – განაცხადა მაია ღუბელაძემ.ზუგდიდის მერიის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტს ზუგდიდის მერიის თანადაფინანსებით რეგიონალური განვითარების სამინისტრო ახორციელებს. ამ დროის განმავლობაში იგეგმება დადიანების სასახლის და ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია.ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოდან იგეგმება. ეს პროცესი, თავის მხრივ, ტენდერზეა დამოკიდებული, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა გამოაცხადოს.საიას ზუგდიდის ოფისი ეხმაურება საინფორმაციო პორტალ – fortuna.ge-ზე განთავსებულ ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის – მაია ღუბელაძის განცხადებას   http://fortuna.ge/zugdidis-botanikur-baghshi-shesvla-fasiani-iqneba/  სადაც აღნიშნულია, ბოტანიკურ ბაღში შესასვლელად ფასები განსხვავებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის. ბაღში შესვლა დილის 7-დან 10 საათამდე პერიოდში მხოლოდ იმ პირებისთვის იქნება უფასო, რომლებიც უკვე წლებია, ბოტანიკურ ბაღში რეგულარულად ვარჯიშობენ.საიას ზუგდიდის ოფისი, გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ პირებს მოუწოდებს, ტარიფების დადგენის დროს, არ დაუშვან განსხვავებული მოპყრობა საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოელებს შორის. მსგავსი შინაარსის მქონე გადაწყვეტილების მიღება გამოიწვევს დისკრიმინაციას მოქალაქეობის ნიშნით. ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, ხოლო უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად: საქართველოში უცხოელს აქვს კულტურული ღირებულებებით სარგებლობის ისეთივე უფლება, როგორიც – საქართველოს მოქალაქეს. ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ლ” ქვეპუნქტის თანახმად, ბოტანიკური ბაღი მატერიალურ- კულტურულ მემკვიდრეობათა რიცხვს მიეკუთვნება. საიას საჩივრის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წლის 22 სექტემბრის რეკომენდაციით დაადგინა დისკრიმინაცია ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმართ. http://www.ombudsman.ge/…/rekomendacia-batumis-sakrebulos-b… სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ არავითარი გამართლება არ ჰქონდა იმას, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის მოსანახულებლად საქართველოს მოქალაქე იხდიდა 3 ლარს, ხოლო უცხოელი – 8 ლარს. მაია ღუბელაძეს განცხადებით: ,,ბაღში შესვლა უფასო, სავარაუდოდ, დილის 7-დან 10 საათამდე პერიოდში მხოლოდ იმ პირებისთვის იქნება, რომლებიც უკვე წლებია, ბოტანიკურ ბაღში რეგულარულად ვარჯიშობენ,“ ამგვარი მიდგომა თავის მხრივ, არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ახლა მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაიწყონ ვარჯიში ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე.
 
 
წყარო: fortuna.ge

სიახლეები

ვადაგასულ ბრენდულ პროდუქციას ვარგისიანობის ვადას უცვლიდა და ყიდდა – დაკავებულია 1 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სიცოცხლისა...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის...

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს. ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის...

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ...