მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერები პოლიციამ სემეკიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერები პოლიციამ სემეკიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა

Published on

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერები სამართალდამცველებმა სემეკიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. პარტიის წევრები მარეგულირებელ კომისიაში სხდომის ჩატარებას ხელს უშლიდნენ და სხდომის დარბაზში მჯდომარე აქციას მართავდნენ.დღეს კომისიის წევრებს თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შესახებ სატარიფო განაცხადები უნდა მიეღო და ემსჯელა."ლეიბორისტული პარტიის" ლიდერები კომისიის წევრებს სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ. სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური იყო."ლეიბორისტებმა" განცხადებები შენობის დატოვების შემდეგ კიდევ ერთხელ გააკეთეს. უკვე შენობის გარეთ შალვა ნათელაშვილმა მოსახლეობას გააქტიურებისკენ კიდევ ერთხლ მოუწოდა. „ის, რაც დღეს აქ მოხდა, ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც აღასრულა სახელმწიფო აპარატმა ტრადიციულად, როგორც ყოველთვის. თუ ქართველი ხალხი არ გაერთიანდება, ქუჩაში არ გამოვა და ამ რეჟიმს არ მოიცილებს, ეს ძალადობა გაგრძელდება. დღეს, როგორც არასდროს უნდა გავერთიანდეთ და დავიწყოთ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი წამსვლელები არიან ძალადობაზე, ხალხმა უნდა გამოიღვიძოს, მეტი ძილი არ შეიძლება," – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერების სემეკის სხდომათა დარბაზიდან გაძევების შემდეგ, კომისიამ სხდომა გააგრძელა და ხუთივე – თელასის, ჰიდროელექტროსადგურებისა და გარდაბნის თბოლექტროსადგურის განაცხადი დაარეგისტრირა. განაცხადებზე გადაწყვეტილება ​ სემეკმა 31 დეკემბრამდე უნდა მიიღოს.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...