"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერები სამართალდამცველებმა სემეკიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. პარტიის წევრები მარეგულირებელ კომისიაში სხდომის ჩატარებას ხელს უშლიდნენ და სხდომის დარბაზში მჯდომარე აქციას მართავდნენ.დღეს კომისიის წევრებს თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შესახებ სატარიფო განაცხადები უნდა მიეღო და ემსჯელა."ლეიბორისტული პარტიის" ლიდერები კომისიის წევრებს სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ. სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური იყო."ლეიბორისტებმა" განცხადებები შენობის დატოვების შემდეგ კიდევ ერთხელ გააკეთეს. უკვე შენობის გარეთ შალვა ნათელაშვილმა მოსახლეობას გააქტიურებისკენ კიდევ ერთხლ მოუწოდა. „ის, რაც დღეს აქ მოხდა, ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც აღასრულა სახელმწიფო აპარატმა ტრადიციულად, როგორც ყოველთვის. თუ ქართველი ხალხი არ გაერთიანდება, ქუჩაში არ გამოვა და ამ რეჟიმს არ მოიცილებს, ეს ძალადობა გაგრძელდება. დღეს, როგორც არასდროს უნდა გავერთიანდეთ და დავიწყოთ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი წამსვლელები არიან ძალადობაზე, ხალხმა უნდა გამოიღვიძოს, მეტი ძილი არ შეიძლება," – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერების სემეკის სხდომათა დარბაზიდან გაძევების შემდეგ, კომისიამ სხდომა გააგრძელა და ხუთივე – თელასის, ჰიდროელექტროსადგურებისა და გარდაბნის თბოლექტროსადგურის განაცხადი დაარეგისტრირა. განაცხადებზე გადაწყვეტილება სემეკმა 31 დეკემბრამდე უნდა მიიღოს.
სიახლეები
საზოგადოება
ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...
სიახლეები
იოსელიანი-საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით შესაძლოა საკონსტიტუციოს მივმართოთ
საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანების შესახებ...
სიახლეები
სააპელაციომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა
ზვიად რატიანის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე...
სიახლეები
ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების...