ბოტანიკურ ბაღში შესვლის ტარიფებთან დაკავშირებით ზუგდიდის მერია საიას განცხადებას პასუხობს

0
400
ქალაქ ზუგდიდის მერია საიას ზუგდიდის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდში, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებს, ბოტანიკურ ბაღში, სამომავლოდ შესვლის ტარიფების დადგენის დროს, არ დაუშვან განსხვავებული მოპყრობა საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოელებს შორის.ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მსგავსი შინაარსის მქონე გადაწყვეტილების მიღება გამოიწვევს დისკრიმინაციას მოქალაქეობის ნიშნით.ორგანიზაცია ამ განცხადებით, გამოეხმაურა ინტერნეტპორტალ fortuna.ge-ზე განთავსებულ ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, მაია ღუბელაძის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ბოტანიკურ ბაღში შესასვლელად ფასები განსხვავებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის. ბაღში შესვლა დილის 7-დან 10 საათამდე პერიოდში მხოლოდ კი იმ პირებისთვის იქნება უფასო, რომლებიც უკვე წლებია, ბოტანიკურ ბაღში რეგულარულად ვარჯიშობენ. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ღუბელაძე განმართავს, რომ  რომ მისი განცხადების კოტექსტი სააგენტოს გამოქვეყნებისას დარღვეული აქვს და ორგანიზაციას განცხადება არასწორად აქვს გაგებული. "საჭიროდ ვთვლი გამოვეხმაურო თქვენს განცხადებას და გაცნობოთ, რომ როგორც სტატიაშია მითითებული, ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა შესვლაზე ფასების დადგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი პირი ბაღის ადმინისტრაცია იქნება, რომელიც, სავარაუდოდ, აღნიშნული რეკომენდაციითა და გამოცდილებებით იხელმძღვანელებს.ქალაქ ზუგდიდის მერის პირადი ინიციატივა, იმის შესახებ, რომ ბაღში შესვლა დილის საათებში უფასო იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ვარჯიშობენ, თანაბრად ვრცელდება ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარ ყველა პირზე, განურჩევლად და მიუხედავად იმისა, თუ როდის მიიღეს ან მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მერის ინიციატივა მოწოდებულია ხელი შეუწყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას."- წერს ღუბელაძე
წინა სტატიაშალვა ნათელაშვილმა სემეკის სხდომათა დარბაზში მჯდომარე აქცია დაიწყო
შემდეგი სტატია9-კლასდამთავრებულებს უმაღლესში სწავლის შესაძლებლობა მიეცემათ – ჯეჯელავას ახალი ინიციატივა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური