მთავარისიახლეებისაზოგადოება,,შიო, კოღო, სი ოხერი!'' - ეს ძველი ,,საომარი'' შეძახილი წელს ნაკლებად...

,,შიო, კოღო, სი ოხერი!” – ეს ძველი ,,საომარი” შეძახილი წელს ნაკლებად აქტუალურია

Published on

 ძველი  ,,საომარი'' შეძახილი ,,შიო, კოღო, სი ოხერი!''   წელს მარსინია/ცუანა ხოჭოების შემოსევის ფონზე ნაკლებად აქტუალურია და ამას შედარებით ნაკლებად  მავნე ხასიათისა და  ფსიქოლოგიური განწყობის გარდა სავსებით ობიექტური საფუძველი აქვს.
 
,,წელს ძალიან კარგი ვითარებაა შავი ზღვისპირეთში. ასეთი წყნარი ვითარება დიდი ხანია არ ყოფილა ყველა მიმართულებით. მათ შორის, მწერების მხრივ, რადგან ივნისში დამუშავდა და ახლა აგვისტოში მეორეჯერ დამუშავდება შავიზღვისპირეთი. კოღოს ბუნებაში ვერავინ მოსპობს. სადეზინსექციო სამუშოები უკვე მიმდინარეობს იქ, სადაც საჭიროა”, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. მისი თქმით,   უკვე 5 წელია ამ მწერის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა მიმდინარეობს და შედეგად მისი პოპულაცია აშკარად შემცირებულია, შესაბამისად, შემცირებულია  ადგილობრივი მალარიის შემთხვევები. როგორც პაატა იმნაძე ამბობს   წელიწადში 3-4 შემოტანილი შემთხვევა თუ ვლინდება.
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით,  შავიზღვისპირეთში სადეზინსექციო სამუშაოები ივნისის შემდეგ აგვისტოში ხელმეორედ ჩატარდება, ამასთან იგი მოსახლეობას კოღოებისგან დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს:
 
,,კოღოებისგან დასაცავად შესაძლებელია რეპელენტების, დამაფრთხობლების გამოყენება. ეს  საშუალებები ლოსიონის, სპრეის, კრემის, თუ სხვა სახით აფთიაქებსა და ტურისტულ მაღაზიებში იყიდება.

ასევე, რეკომენდებულია ფანჯრებსა და კარებებზე მწერებისგან დამცავი ბადეების გამოყენება. ”თუკი ეზოში პატარა გუბე, ტბორი გაქვთ და მას მიწას მიაყრით, ასეთ შემთხვევაში კოღო არ გამრავლდება. ორღობეებში, არხებში წყალი თუ მოძრაობს, კოღო არ გამრავლდება, წყალი თუ გაჩერდა, მაშინ გამრავლდება. ამიტომ ყველამ რომ თავისი სახლის წინ მონაკვეთი გაწმინდოს, კოღო აღარ გამრავლდება”, – აღნიშნავს პაატა იმნაძე.
 

სიახლეები

ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა ტვინის შერყევა აქვს

ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა ტვინის შერყევა...

EPP “ოცნების” ლიდერების დანსაქცირებას ითხოვს

მასობრივი რეპრესიების ფონზე მოქმედებაზე გადადის დასავლეთიც. ბრიუსელი ოლიგარქის და მისი მსახურების მიმართ ახალ მიზნობრივ...

ივანიშვილის ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ სანქციები და განიდევნონ დასავლეთიდან – უილსონი

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე პლატფორმა X-ზე ივანიშვილის ოჯახის წევრების სიას აქვეყნებს და წერს, რომ ისინი...

ლაშა გაბიტაშვილს ნიღბიანები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ - მას დაზიანებები სახის არეში ეტყობა. მომხდარის შესახებ გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში...