,,ოსკარზე” საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 4 ფილმი იბრძოლებს

0
523
. ,,ოსკარზე'' , ,,საუკეთესო უცხოური ფილმის'' ნომინაციაში  საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 4  ფილმი იბრძოლებს – „ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები – ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი), „მძევლები" (რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი), „საშიში დედა" (რეჟისორი ანა ურუშაძე) და „ლუკა" (რეჟისორი გიორგი ბარაბაძე). ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით,  იგი რამდენიმე დღეში  დაასახელებს  სპეციალური კომისიის წევრებს, რომელთაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე საქართველოდან გამარჯვებული ფილმი უნდა გამოავლინონ
 
,,ჩემი ბედნიერი ოჯახი'' კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანებამ FIPRESCI წლის ათ საუკეთესო ფილმის შორის დაასახელა.
აღსანიშნავია ისიც, რომ The New York Times-მა ნანა და სიმონი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.
ფილმი  მოგვითხრობს თანამედროვე საქართველოსა და ერთი ქართული ოჯახის  სამი თაობის ადამიანების შესახებ, რომლებიც ერთ სახლში, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. მთავარი გმირი 52 წლის მანანა ერთ დღეს გადაწყვეტს ოჯახი მიატოვოს… 
 

 
 

„მძევლები“ 1983 წელს განვითარებულ, რეალურ ამბავზე მოგვითხრობს. ფილმი რეჟისორმა საკუთარი და დრამატურგ ლაშაბუღაძის სცენარის მიხედვით გადაიღო. „მძევლები“ საბჭოთა კავშირიდან თვით მფრინავის გატაცების ისტორიას გვიამბობს და საარქივო მასალებზე და რეჟისორის მიერ ჩაწერილ ინტერვიუებზეა დაფუძნებული. ფილმის მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც დადებითი შეფასებები დაიმსახურა. "მძევლები" კინოფესტივალზე "კინოტავრი" 2 პრიზით დააჯილდოვეს. რეზო გიგინეიშვილს პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა, ფილმის ოპერატორს, ვლადისლავ ოპელიანცს კი ჯილდო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის გადასცეს. კინოსურათში მთავარ როლებს მსახიობები ირაკლი კვირიკაზე, თინა დალაქიშვილი,მერაბ ნინიძე და ილიკო სუხიშვილი თამაშობენ.
 
 
„საშიში დედა“-ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარია. დრამაში მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს. ფილმი აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. “საშიში დედა” 50 წლის ქალის – მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა დადიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.
სულ ცოტა ხნის წინ ანა ურუშაძე ლოკარნოს 70-ე საიუბილეო კინოფესტივალზე “ ოქროს ლეოპარდის“ მფლობელი გახდა. „ოქროს ლეოპარდი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რაც კი ბოლო დროს ქართველ კინემატოგრაფისტებს მოუპოვებიათ. იგივე ფესტივალზე ანაურუშაძეს დამოუკიდებელი ჟიურის პრიზიც გადაეცა. 
 
 
ფილმში “ლუკა”  ასახულია ახალგაზრდა სვანი ქალის, ლილეს ისტორია. ლილე მაყურებლისთვის გაურკვეველი მიზეზით ტოვებს სვანეთს და გალში ჩადის. აფხაზეთი საოომარ მდგომარეობაშია. სოხუმის დაცემის წინა დღეებია. ლილეს ოჯახური დრამა ზღვისპირა სახლში ომის ფონზე ვითარდება. ფილმი მონაწილეობდა  სტოკჰოლმის საერთაშორისო კინოფესტვალზე. ასევე ფილმს პეკინის კინოფესტივალზე და მიღებული აქვს ჯილდო საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის.   
 

წინა სტატიაუკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად ემზადებიან: ,,უკრაინა და საქართველო ერთად დაამარცხებს პუტინის ოლიგარქიულ სინდიკატს თავისი პოროშენკოთი და ივანიშვილით.”
შემდეგი სტატიაამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკის ახალ მეთოდს მიაგნეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური