მთავარისიახლეებიეკონომიკასაქართველოს რკინიგზის თანამშრომლების ერთი ნაწილი მეორე დღეა გაფიცულია და შიმშილობს

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების ერთი ნაწილი მეორე დღეა გაფიცულია და შიმშილობს

Published on

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების ერთი ნაწილი მეორე დღეა გაფიცულია და  შიმშილობს
 
რკინიგზელები აპროტესტებენ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ისინი სამუშაოდ გურჯაანიდან მარნეულში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც თანამშრომლები აცხადებენ, მათი ტრანსპორტირების და ცხოვრების ხარჯებს დეპარტამენტი არ უზრუნველყოფს.
 
 როგორც მოშიმშილეები აცხადებენ, მათთან საქართველოს რკინიგზიდან არანაირი კონტაქტი ან მოლაპარაკების მცდელობა არ ყოფილა. შესაბამისად, ისინი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ. 
 
საქართველოს რკინიგზა გაფიცულ თანამშრომლებს სამსახურში დროულად გამოცხადებისკენ მოუწოდებს. რკინიგზაში აცხადებენ, რომ ისინი საცხოვრებელი და სამგზავრო პირობებით უზრუნველყოფილი იქნებიან. 
 
” საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, პროცესი ხელოვნურად არის გამწვავებული და ამის სათავეში პროფკავშირები დგანან.
 
”გაფიცულ თანამშრომლებს მოვუწოდებ დროულად გამოცხადდნენ სამსახურში, რადგან მათ საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე აკისრიათ. მათ ყველა პირობა შექმნილი აქვთ სამუშაო ადგილზე. პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ცრუობს როდესაც ამბობს, რომ საცხოვრებელი ადგილი და სამუშაო პირობები არ არის. პროცესი პეტრიაშვილის მიერ არის წახალისებული. ეს ადამიანი არის სააკაშვილის აღმოცენებული არშემდგარი პოლიტიკოსი” – განაცხადა დაჩი ცაგურიამ. 
 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...