მთავარისიახლეებისაზოგადოებაოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 4 ქართული ფილმი იბრძოლებს

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 4 ქართული ფილმი იბრძოლებს

Published on

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 4 ქართული ფილმი იბრძოლებს,  ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს შეერჩია 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.2 აგვისტოს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა 4 განაცხადი. შესაბამისად, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს, ესენია – „ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები – ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი), „მძევლები" (რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი), „საშიში დედა" (რეჟისორი ანა ურუშაძე) და „ლუკა" (რეჟისორი გიორგი ბარაბაძე).„რამდენიმე დღეში ეროვნული კინოცენტრი სპეციალური კომისიის წევრებს დაასახელებს, რომელთაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე საქართველოდან გამარჯვებული ფილმი უნდა გამოავლინონ. შერჩეული 4 ქართული ფილმის ჩვენება კომისიის წევრებისთვის 29-30 აგვისტოს გაიმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 90-ე საიუბილეო ცერემონიალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად ითვლება, 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება.
 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...