მთავარისიახლეებისაზოგადოებახანძარი ბათუმში კერძო თხევადი გაზის სადგურზე მომხდარმა აირის აფეთქებამ გამოიწვია

ხანძარი ბათუმში კერძო თხევადი გაზის სადგურზე მომხდარმა აირის აფეთქებამ გამოიწვია

Published on

ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე   საცხივრებელ სახლებს მოდებული ძლიერი ხანძარი ახლომდებარე  კერძო თხევადი გაზის სადგურზე მომხდარმა  აირის აფეთქებამ გამოიწვია .
 
 როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხანძრის შედეგად ორი სახლი მთლიანად დაიწვა და დაინგრა, ორი კი – ნაწილობივ. ხანძრის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი, ერთი შედარებით მსუბუქად, ხოლო  ორი ადამიანი, რომლებმაც დამწვრობა მიიღეს საავადმყოფოებშია გადაყვანილი. 
 
ადგილზე იმყოფებიან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.  და მათთან ერთად  ექსპერტ-კრიმინალისტები და ადგილობრივები.
მოსახლეობა  ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან შეხვედრას ითხოვს..  ისინი ამბობენ,  რომ საამქროში უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო,
 
 მათ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს მერიას  მჭიდროდ დასახლებული ქუჩიდან კერძო თხევადი გაზის სადგურის გადატანის მოთხოვნით, მაგრამ უპასუხოდ დარჩნენ.
საამქროს აფეთქების შედეგად დაზარალებულები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 
კერძოდ, მათი თხოვნაა, მოხდეს ზარალის დროული შესწავლა, იქამდე კი ბათუმის მერიამ ისინი საცხოვრებლით უზრუნველყოს. 
 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...