მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდღეს საოკუპაციო რეჟიმმა ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვრის ბორდერიზაციის პროცესი დაასრულა

დღეს საოკუპაციო რეჟიმმა ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვრის ბორდერიზაციის პროცესი დაასრულა

Published on

საოკუპაციო რეჟიმმა ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვრის ბორდერიზაციის პროცესი დაასრულა. სოფელ ხურჩის რწმუნებულის ბადრი ხუნჯგურუას ინფორმაციით, 11 აგვისტოს დაწყებული მავთულხლართების გავლების პროცესი დღეს დასრულდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. 
 
რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა აპრილის ბოლოს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვარზე ხის ბოძები დაამონტაჟეს. 11 აგვისტოს მავთულხლართების გაბმა დაიწყეს და დღეს დაასრულეს.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 აგვისტოს დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფლების – ხურჩისა და შამგონას მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების ფაქტი. უწყების შეფასებით, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის გამიზნული პოლიტიკის ნაწილს, მეტ იზოლაციაში მოაქციოს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა და ნებისმიერი ხერხით შეუშალოს ხელი სამშვიდობო პროცესებს.
 
მავთულხლართების გავლების ფაქტს თავდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა.„არაერთგზის გვითქვამს, რომ რუსეთის ფედერაცია სამწუხაროდ აგრძელებს ოკუპაციის პოლიტიკას. ჩვენ ვგმობთ ასევე იმ „შეთანხმებებს“, რომელიც ე.წ. სუბიექტებთან გააფორმა და რომელიც პირდაპირ ადასტურებს ჩვენი ტერიტორიების ანექსიის ფაქტს“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხურჩასთან რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებით. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
 
ლევან იზორიას თქმით, საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
 
„ამას მოწმობს გუშინწინ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც, სადაც ცალსახად იქნა აღნიშნული, რომ რუსეთმა უარი უნდა თქვას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე. მინდა ღრმა რწმენა გამოვთქვა, რომ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ იმას, რასაც ქვია ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და რასაც ქვია ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. ამას დრო სჭირდება და ეს დრო აუცილებლად დადგება“- აღნიშნა იზორიამ.
 
 

სიახლეები

„თქვენ ევროპაში რა გინდათ?“ – მოქალაქის პროტესტი თვითმფრინავში, არალეგიტიმურ საგარეო საქმეთა მინისტრს

თქვენ ევროპაში რა გინდათ? თქვენ ხომ აზიური კურსი გაქვთ აღებული? -ამ კითხვით მიმართა მოქალაქემ...

ბიზნესმენები, რომლებმაც ოლიგარქის პარტიას ბოლო არჩევნებზე 16 მლნ ლარამდე შესწირეს – TI სიას აქვეყნებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" იმ კომპანიებისა და პირების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც "ქართულ ოცნებას"ბოლო არჩევნების დროს პარტიას...

„ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია” – ჰერჩინსკი

საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მათ მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე საუბრობს....

“ხალხის ძალა” თვითგამოცხადებულ უმრავლესობას ტოვებს და “ოპოზიციაში” გადადის

"ხალხის ძალა" "ჯანსაღი ოპოზიციის არსებობისთვის" ხელშესაწყობად, "ოპოზიციაში" გადადის- განცხადება ამის შესახებ თვითგამოცხადებულმა დეპუტატმა გურამ...