მთავარისიახლეებისაზოგადოებაკოკსაკის ვირუსი - თურქეთში 500-მდე ტურისტი დაავადდა

კოკსაკის ვირუსი – თურქეთში 500-მდე ტურისტი დაავადდა

Published on

კოკსაკის ვირუსი – დაავადება, რომლითაც, თურქეთში 500-მდე ტურისტია ინფიცირებული, ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. დღეს სოციალურ ქსელში ფოტომასალა გავრცელდა, რომელზეც ასახულნი არიან პაციენტები, წითელი გამონაყარით.აღსანიშნავია, რომ კოკსაკის ვირუსის რამდენიმე შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა, თუმცა, ოფიციალური უწყებები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ.სიმპტომები: გამონაყარი ხელისა და ფეხის გულზე, ასევე პირის ღრუში, მაღალი ტემპერატურა, დიარეა და პირღებინება.აღნიშნულ ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას არავითარი რეკომენდაციები არ გაუცია, შესაბამისად არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე.„არავითარ საშიშროებას არ წამოადგენს, ეს არ არის ის, რომ ერთ ქვეყანაში არის და სხვა ქვეყანაში არ არის. ყველა ქვეყანაშია, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში“, – აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, პაატა იმნაძე.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...